თბილისის მერია თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის სოციალურ პროგრამაში ვკითხულობთ.
სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:
კომუნალური სუბსიდია აისახება კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე.
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ბუნებრივი აირის გადასახადს არ ეხება და მხოლოდ ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადია გათვალისწინებული. თუ მოქალაქე ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს, სუბსიდია ავტომატურად აისახება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას, ცხელ ხაზზე: 032 272 22 22