ქათმის ბიბილოს ბულიონი და ქიშმიშიანი წყალი - არუნ ხათრის კვებითი რჩევები ჯანმრთელობისთვის - მშობლები

ქათმის ბიბილოს ბულიონი და ქიშმიშიანი წყალი - არუნ ხათრის კვებითი რჩევები ჯანმრთელობისთვის

2026-01-23 12:31:54+04:00

"აიურვედის" (ინდური ხალხური მედიცინის სისტემა) ექსპერტი, არუნ ხათრი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს სხვადასხვა პროდუქტზე, რომლებიც ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და საჭირო ნივთიერებებით შევსებაში ეხმარება:

- ასაკის მატებასთან ერთად, ჰიალურონის მჟავას, კოლაგენს ხშირად იყენებენ. თუ კანის ელასტიურობა გინდათ, ბუნებრივად, ყველაზე მეტი ეს ქათმის ბიბილოშია. ჩვენი სახსრებისა და კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს ადამიანებმა დავივიწყეთ, თორემ კომპანიებმა იციან. კრემს აწერია, რომ ჰიალურონის მჟავას შეიცავს, მაგრამ ხომ არ გვეტყვიან, საიდან მოიტანეს ეს მჟავა. ცალკე იყიდება კაფსულის ფორმები, რომელშიც ბიბილოდან ამოღებული კოლაგენი შედის.

ქათმის ბიბილო საჭმელია. რამდენიც გაგიხარდებათ, მიირთვით. ბულიონის სახით შეგიძლიათ, მიიღოთ. ბავშვებმა და მოხუცებმა ბულიონი აუცილებლად უნდა ჭამონ.

ამბობენ, რომ საუზმე მსუბუქი უნდა იყოს. ადამიანი მსუბუქად რომ ჭამს, 2-3 საათის შემდეგ ჭამა კიდევ მოუნდება. მთელი დღე ჭამის სურვილი ექნება. საუზმეზე კარგად უნდა ჭამოთ. საუზმეში უნდა იყოს ნახშირწყლები, ცილა, ცხიმი, ბოჭკო - ყველაფერი. თუ ჩვენს თეფშს ერთი კომპონენტი დააკლდა, ეს სრულფასოვანი საჭმელი არ არის. ნახშირწყლები ბოლოს უნდა მიიღოთ, რომ მთელი დღე სტაბილურად გქონდეთ ენერგია.

ქიშმიშიან წყალში ბოჭკო შედის და გლუკოზა. ზოგჯერ ადამიანს მთელი დღე ენერგია არ აქვს და ეს მათთვისაა. მაგრამ, ქიშმიშიანი წყალი ყველას არ მოუხდება. მაგალითად, დიაბეტიანი ადამიანი უნდა მოერიდოს იმიტომ, რომ შაქარი აქვს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დიაბეტი არ აქვს, შეუძლია, ქიშმიშიანი წყალი მიიღოს. ეს საუზმის ნაწილი უნდა იყოს. ვისაც ენერგია არ აქვს, შეუძლია, დალიოს. ასევე, ქიშმიშიანი წყლით რკინა მოემატება. წყალიც უნდა დალიოთ და ქიშმიშიც უნდა ჭამოთ. მასში ბოჭკო, რკინა, გლუკოზა შედის. ბავშვი თუ სკოლაში მიდის, ქიშმიშიანი წყალიც დაალევინეთ და ქიშმიშიც აჭამეთ.

როცა ქიშმიში მთელი ღამე წყალშია, მონელებისთვის უფრო ადვილი გახდება. ნაწლავის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

კაკაოში, ოღონდ ის ბუნებრივი უნდა იყოს, კარგი რაოდენობით მაგნიუმი შედის. ნერვული სისტემისთვის საუკეთესოა, დოფამინის გამომუშავებას ხელს უწყობს, ასევე ღამით კარგ ძილში გვეხმარება. მე ყოველთვის ყავასთან ერთად ვიღებ, უშაქროდ. ძალიან გემრიელია. ასევე, კარგია ცოტა დარიჩინს თუ დავამატებთ. ეს სისხლში შაქრის დონეს დაასტაბილურებს.

როცა არაფერი გვაქვს ნაჭამი, დილით უზმოზე ყავის მიღება კარგი არ არის. მნიშვნელოვანია, იქამდე წყალი დავლიოთ. ევროპაში, ყველგან, ყავასთან ერთად წყალი მოაქვთ. ჯერ წყალი დალიეთ, რომ ტუტე გარემო შექმნათ, მერე ყავა.

მიწისთხილში მცენარეულ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი ცილა და ბოჭკოა. ცილას გადამუშავებისთვის ბოჭკო სჭირდება. თუ ბოჭკო არ მიიღე, მაშინ ცილა დაიკარგება. მიწისთხილში ბოჭკოცაა და ცილაც. ინდოეთში მიწისთხილს "ღარიბების ნუშს" ეძახიან. იდენტური აქვთ ყველაფერი, მაგრამ ეს უფრო ბიუჯეტურია.

მიწისთხილიც შეგიძლიათ, ღამით წყალში დატოვოთ და დილით მიირთვათ. ძალიან გემრიელია და კუჭისთვისაც უფრო მარტივად მოსანელებელი. მიწისთხილიან წყალს არ ვსვამთ.

ფსორიაზის, თმის ბუდობრივი ცვენის, აკნეს, როზაცეას დროს ხორბლის გამოყენება არ შეიძლება. მე ყველაზე მეტად მომწონს გოგრა. მოხარშულ გოგრაში A ვიტამინი შედის, დაახლოებით, 85% 100 გრამში, რომელიც ადამიანს მთელი დღე სჭირდება. თვალის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. ბოჭკო შედის. გოგრის ჭამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში სისავსის შეგრძნება გექნება. სხვა საჭმლის ჭამა აღარ მოგინდება.

18-საათიანი და 16-საათიანი კვება ძველად ადამიანების ბუნებრივი რიტმი იყო და ეს კვების სწორი მოდელია... მთელი ცხოვრება ადამიანმა ასე უნდა ჭამოს - არუნ ხათრი