პრინცმა ჰარიმ სასამართლოზე ცრემლები ძლივს შეიკავა: "ხმა აუკანკალდა, თავი ჩაღუნა და ემოცია ვეღარ დამალა" - მშობლები

პრინცმა ჰარიმ სასამართლოზე ცრემლები ძლივს შეიკავა: "ხმა აუკანკალდა, თავი ჩაღუნა და ემოცია ვეღარ დამალა"

2026-01-24 11:00:58+04:00

პრინცმა ჰარიმ სასამართლო სხდომაზე გამოსვლისას ცრემლების ვერ შეიკავა. საქმე ეხება მის სარჩელს კომპანია Associated Newspapers Limited-ის წინააღმდეგ, ამის შესახებ წერს გამოცემა Daily Beast.

ჰარის განცხადებით, ჟურნალისტები წლების განმავლობაში მის შესახებ ინფორმაციას უკანონო მეთოდებით აგროვებდნენ. სარჩელში ნახსენებია 14 სტატია, რომლებშიც, მისი თქმით, ასეთი მეთოდები გამოიყენეს. პრინცის თქმით, ეს ყველაფერი დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ის მეგან მარკლს გაიცნობდა და მინიმუმ 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოპასუხე მხარის იურისტმა ჰარის ჰკითხა, რატომ არ მიმართა სასამართლოს აქამდე. პასუხად პრინცმა განაცხადა, რომ ამის გაკეთება ვერ შეძლო საკუთარი სტატუსის გამო — ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ტრადიციულად იცავს პრინციპს: „არ იჩივლო და არ განმარტო“.

ჰარის თქმით, სასამართლოში სიმართლის დამტკიცების მცდელობებმა მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. მან აღნიშნა, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ მედიის მხრიდან მიზანმიმართული შეტევები დაიწყო, რამაც მისი მეუღლის ცხოვრება აუტანელი გახადა. ამ სიტყვების წარმოთქმისას პრინცის ხმა აუკანკალდა, მან თავი დახარა და ემოცია ვეღარ დამალა.

როგორც ცნობილია, 2020 წელს პრონცმა და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა, უარი თქვეს სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებზე და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ. შემდგომ ინტერვიუებში, მემუარებსა და დოკუმენტურ ფილმებში მათ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შევიწროებაში დაადანაშაულეს და მიანიშნეს, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს მეგანის მიმართ რასისტული განცხადებებიც ჰქონდა გაკეთებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინც ჰარიმ და მეგან მარკლმა შესაძლოა ნებაყოფლობითი „გადასახლებაზე“ უარი თქვან და დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ. სამეფო ექსპერტის, ტომ საიქსის ცნობით, მეგან მარკლი შესაძლოა დიდ ბრიტანეთში უკვე ამ ზაფხულს ჩავიდეს, იმ შემთხვევაში თუ პრინცი ჰარი სახელმწიფო დაცვის აღდგენას შეძლებს.

თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან პრინც ჰარიისთვის სრული სახელმწიფო დაცვის დაბრუნება ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია, რადგან გადაწყვეტილება ეფუძნება უსაფრთხოების რისკების ოფიციალურ შეფასებას და არა ტიტულს, ხოლო სამეფო ოჯახში დომინანტური განწყობაა, რომ მას პირადი უსაფრთხოების საკითხები თავად უნდა მოაგვაროს და ამ თემამ არ უნდა დააბრუნოს ინსტიტუციური კონფლიქტი ოჯახსა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო დაცვა ენიჭებათ მხოლოდ მოქმედ სამეფო წევრებს და არა მათ, ვინც ოჯახიდან წავიდა, ხოლო სამეფო ოჯახი ფიქრობს, რომ ჰარიმ ეს შედეგი თავად აირჩია და უსაფრთხოების საკითხი პირადად უნდა მოაგვაროს, რომ ძველი კონფლიქტები აღარ გამწვავდეს.

ჰარიზე მეტად არავის ვუყვარვარ... რატომ ვინერვიულო ზედმეტად, როცა მხოლოდ სიამოვნების მიღება მსურს - მეგან მარკლის გულწრფელი ინტერვიუ ფოტოსესია, რომელიც მკითხველმა დაიწუნა
პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უკვე აშკარად დასცინიან: წვეულებაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, სულ ბოლო მაგიდასთან დასვეს და მალე ყველა სტუმარმა მათთან გადაღებული ფოტოები წაშალა