მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა ან ყაბზობა, დაღლილობა, ანემია, წონის კლება, ზრდის შეფერხება... - ცელიაკიის ნიშნები და მკურნალობა - მშობლები

მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა ან ყაბზობა, დაღლილობა, ანემია, წონის კლება, ზრდის შეფერხება... - ცელიაკიის ნიშნები და მკურნალობა

2026-01-26 14:28:33+04:00

პედიატრი ეკა უბერი აუტოიმუნური დაავადების - ცელიაკიის შესახებ საუბრობს:

ცელიაკია – რა უნდა იცოდეს მშობელმა

ცელიაკია არის აუტოიმუნური დაავადება, როცა ორგანიზმი ვერ იტანს გლუტენს (ხორბალი, ჭვავი, ქერი).
კლინიკური გამოვლინებები:
  • მუცლის ტკივილი, შებერილობა
  • დიარეა ან ყაბზობა
  • დაღლილობა, გაღიზიანება
  • ანემია
  • წონის დაკლება ან ზრდის შეფერხება
  • კვებითი დეფიციტები, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა
რისკ-ჯგუფები:
  • ოჯახში ცელიაკიის შემთხვევა
  • სხვა აუტოიმუნური დაავადების მქონე პირები (მაგ. თირეოიდიტი, ტიპი 1 დიაბეტი)
  • არასრული კვებითი ან ვიტამინური დეფიციტის მქონე ბავშვები
  • მოზრდილები, რომლებსაც ხშირად აქვთ მუცლის ტკივილი, ანემია ან კვებითი პრობლემები

როგორ დგინდება დიაგნოზი:

  • სისხლის ანალიზი (anti-tTG, EMA ან სხვა ცელიაკიის მარკერები)
  • საჭიროების შემთხვევაში წვრილი ნაწლავის ბიოფსია
გლუტენის ამოღება დიაგნოზამდე არ შეიძლება – ხელს უშლის სანდო დიაგნოზის დადგენას და შესაძლოა ბავშვისთვის იყოს დაუსაბუთებელი ფსიქოლოგიური სტრესი
რაც უფრო ადრე დგინდება დიაგნოზი, მით უფრო სრულფასოვანია ცხოვრება.

მკურნალობა:

სრული უგლუტენო დიეტა – აღადგენს ნაწლავის ფუნქციას, ხელს უწყობს ჯანმრთელ ზრდას და კეთილდღეობას

მითები vs რეალობა

მითი 1: ცელიაკია მხოლოდ ბავშვებს ემართებათ
რეალობა: შეიძლება ნებისმიერ ასაკში – ბავშვშიც და მოზრდილშიც
მითი 2: დიარეა აუცილებელია ცელიაკიისთვის
რეალობა: სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია; ზოგჯერ შეიძლება ყაბზობაც, ან სხვა კუჭ-ნაწლავის პრობლემები
მითი 3: უგლუტენო დიეტა შეიძლება ნებისმიერ დროს, დიაგნოზის გარეშე
რეალობა: დიაგნოზის დადგენის გარეშე დიეტა არ შეიძლება, რადგან ხელს უშლის სანდო დიაგნოზის დადგენას და შესაძლოა ბავშვისთვის იყოს დაუსაბუთებელი ფსიქოლოგიური სტრესი
მითი 4: ცელიაკია იწვევს მხოლოდ საჭმლის შეწოვის პრობლემებს
რეალობა: ზიანდება ნაწლავი, მაგრამ სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, ანემია, ზრდის შეფერხება, მუცლის ტკივილი
გისურვებთ ჯანმრთელობას!
როცა სკოლაში ბავშვებს ამ პროდუქტებს ატანთ, ითენთება და წამოწოლა უფრო უნდება, ვიდრე აქტიური სწავლა და მეცადინეობა - ეკა უბერი გირჩევთ, რა გაატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად
როგორ ჩავაწვეთოთ ბავშვს სწორად ფიზიოლოგიური ხსნარი და რატომ არის საშიში პატარებისთვის ცხვირის გაჭედილობა - ეკა უბერის რჩევა მშობლებს
რომელი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჩუტყვავილის დროს, რამდენი დღეა ბავშვი გადამდები და რა ზრდის რისკებს - ეკა უბერის გაფრთხილება მშობლებს