რას ჰყვებიან ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპულ და-ძმაზე - "ძმა სიცივეში გაიყინა... სახლში რომ არ მოვიდა, მის მოსაძებნად წავიდა დარია და წყალში ჩავარდა" - მშობლები

რას ჰყვებიან ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპულ და-ძმაზე - "ძმა სიცივეში გაიყინა... სახლში რომ არ მოვიდა, მის მოსაძებნად წავიდა დარია და წყალში ჩავარდა"

2026-01-27 19:46:02+04:00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები სახლის მიმდებარედ იპოვეს და და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

  • გარდაცვლილები არიან დარია და ტარიელ ფარტენაძეები. ისინი სოფელ აჭარისაღმართიდან იყვნენ.

"ტარო გავიდა 8 საათზე მეზობელთან, ვერ მივიდა მეზობლის სახლამდე, გზაზე წაიქცა. ზოგადად ტაროს ხშირად უკავდებოდა ხელ-ფეხი, ალბათ ახლაც ეგ დაემართა, დაეცა და ადგომა ვერ შეძლო. გაიყინა სიცივეში. დილის 9-მდე იქ იმყოფებოდა, დამ ვერ იპოვა, რადგან სულ სხვა ადგილას ეძება, სადაც ძმის ტლეფონი იყო - იქ. დარია ტელეფონით რეკავდა ოჯახის წევრებთან, ღამის 12 საათამდე ეძება. ტელეფონის ფანრით ათვალიერებდა გარემოს, ამ დროს გადავარდა შემთხვევით წყალში. იქ დაიღუპა" - გვიყვებიან ახლობლები.

AMBEBI.GE გარდაცვლილების კიდევ ერთ ნათესავს ესაუბრა: განაგრძეთ კითხვა