100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა გრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის პროგრამაში ვკითხულობთ.
პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულთათვის ფინანსური დახმარების გაწევას.
ქალაქ თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდებათ 100 და მეტი წელი.
10 000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება
ბენეფიტის მიღება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. თანხა დაირიცხება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე, მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.
პირები რომლებსაც 2025 წელს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ ფულადი დახმარება, აღნიშნული ბენეფიციარებისათვის, სამსახურისადმი განცხადებით მიმართვა არ არის სავალდებულო.
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირი 10 000-ლარიან ფულად დახმარებას წელიწადში ერთხელ, ერთჯერადად მიიღებს. თუმცა, 101 ან მეტი წლის შესრულების შემთხვევაში, ყოველწლიურად, მას ისევ გადაეცემა 10 000-ლარიანი დახმარება. ამ შემთხვევაში, თბილისის მერიისათვის განცხადებით მიმართვა საჭირო აღარ არის.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 032 272 22 22