"ყველა ადამიანი, ვინც მხვდება, მეუბნება: "ვაიმე, რა გამხდარი ხარ!", "შენ კიდევ გახდი?" წონის დეფიციტს განვიცდი, იმიტომ, რომ ეს სულ სალაპარაკო თემაა ჩემ ირგვლივ..." - გვანცა დარასელია - მშობლები

"ყველა ადამიანი, ვინც მხვდება, მეუბნება: "ვაიმე, რა გამხდარი ხარ!", "შენ კიდევ გახდი?" წონის დეფიციტს განვიცდი, იმიტომ, რომ ეს სულ სალაპარაკო თემაა ჩემ ირგვლივ..." - გვანცა დარასელია

2026-02-04 18:53:53+04:00

ჟურნალისტმა გვანცა დარასელიამ თავის პოდკასტში კიდევ ერთხელ ისაუბრა მტკივნეულ თემაზე - თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება მის სიგამხდრეზე:

- სამწუხაროდ, საქართველოში გარემო ძალიან რეაგირებს ადამიანის ვიზუალზე. ყოველი მეორე არა, ყველა ადამიანი, ვინც მხვდება, მეუბნება: "ვაიმე, რა გამხდარი ხარ!", "შენ კიდევ გახდი?", "მგონი, ექიმთან უნდა მიხვიდე", "ცოტა მოიმატე რა!" - მრავალი კომენტარი შეიძლება ჩამოვთვალო. ვიღაც, ვინც მისმენს და წონის პრობლემა აქვს, შეიძლება თქვას, აუ, ნეტა მეც ეგრე მეუბნებოდნენო, მაგრამ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. მე, მაგალითად, წონის დეფიციტს განვიცდი, ყოველდღე ამაზე არ ვნერვიულობ, მაგრამ მაინც განვიცდი. იმიტომ, რომ ეს სულ სალაპარაკო თემაა ჩემ ირგვლივ და გამოვტყდები და ვიტყვი, რომ რაღაც პერიოდულობით სასწორზე მეც ვდგები. რაღაცის იმედით ვდგები... უკვე რაღაცნაირად 35 წლის ზემოთ სახის ნაკვთები იცვლება. აღარ მომწონს ჩემი სახე, ამ სიგამხდრის ფონზე. სინამდვილეში, ეს ალბათ მარტო სარკის ანარეკლმა არ განაპირობა, გარემომაც განაპირობა, რომ ადამიანები ითხოვენ ჩემგან ამ სამ-ოთხ კილოგრამს, რომელსაც მოვიმატებ.

რაც გინდა, ქენი - მე ეს მშობელი არ ვარ. მაქვს ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა დაემორჩილონ... ორი უკიდურესობაა... სინამდვილეში, ალბათ, ბალანსია მთავარი - გვანცა დარასელია ბავშვების აღზრდის მეთოდების შესახებ
თავდავიწყებითი სიყვარულით შევქმენით ოჯახი და აქამდე მოგვყვება... გული მწყდება... - როგორ ახასიათებს გვანცა დარასელია მეუღლეს და ვის ხსენებაზე იტირა სტუდიაში