"კვერცხუჯრედი გავყინე, მეგობრების და მეუღლის დაძალებით... მადლობა მათ, რომ გადამაწყვეტინეს... იმ დროს პროფესიულად ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ შევძლებდი სრულფასოვან დედობას..." - თამუნა ამონაშვილი - მშობლები

"კვერცხუჯრედი გავყინე, მეგობრების და მეუღლის დაძალებით... მადლობა მათ, რომ გადამაწყვეტინეს... იმ დროს პროფესიულად ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ შევძლებდი სრულფასოვან დედობას..." - თამუნა ამონაშვილი

2026-02-04 19:28:20+04:00

როგორც ცნობილია, მომღერალი თამუნა ამონაშვილი ცოტა ხნის წინ პირველად გახდა დედა - 61 წლის ასაკში. ის და მისი მეუღლე, პროდიუსერი რეზიკო არჩვაძე, 16 წელი ელოდნენ ამ სიხარულს და საბოლოოდ, სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა ტყუპი - იონა და მელანია. პატარები ქვეყანას 2025 წლის 1-ელ სექტემბერს მოევლინნენ, თუმცა მშობლებმა ეს სიახლე საზოგადოებას მოგვიანებით გაუზიარეს.

გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" თამუნამ ამ რთულ გზაზე ისაუბრა და ასევე იმ სამედიცინო პროცედურაზე, რომლის დახმარებითაც შეძლო ამ ასაკში დედობა.

- ყოველთვის მინდოდა ბავშვი და რაღაცნაირად ვერ ვახერხებდი, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, ძალიან დაკავებული ვიყავი, პრობლემებიც იყო, სერიოზული არაფერი, მაგრამ არ შემეძლო იმ პერიოდში. მერე ვიმკურნალე. პროფესიულად იმდენად დაკავებული ვიყავი, კიდევ დიდ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული ეს, ყველაფერი ერთად იყო და მაშინ ვფიქრობდი, რომ მე ამას ვერ შევძლებდი, ორივე ბავშვისთვის ნამდვილი დედობა გამეწია. ახლა ჩვენ ძიძაც არ გვყავს, მე და ჩემი მეუღლე ვზრდით, ყველა წვრილმანს ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის უდიდესი სიამოვნება და პირველ რიგში ნდომა იმის, რომ მინდოდა ყველანაირად ჩემი შვილების ყველა ენერგია ზუსტად შემეგრძნო. იმ პერიოდშიც ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ ასე ვერ შევძლებდი. საზღვარგარეთ ვიყავი და იმ პერიოდში (დაახლოებით 15-16 წლის წინ - რედ.), ჩემი მეგობრების დახმარებით, გავყინე კვერცხუჯრედი. მაშინ არ მიფიქრია, როდის რა იქნებოდა, უბრალოდ ეს გავაკეთე ჩემი მეგობრების, ჩემი მეუღლის დაძალებით, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, იმიტომ, რომ ხვალ, ზეგ რა იქნებოდა, არ ვიცოდი...

tamuna-amonashvil-1770222212.png
მეუღლესთან ერთად

გავაკეთე და მადლობა უფალს და მთელ სამყაროს, რომ მე ეს შევძელი, და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდზე მედგნენ და მე ეს გადაწყვეტილება მიმაღებინეს. გარკვეული დროის შემდეგ, როცა საქართველოში მომინდა ამ ყველაფრის რეალიზაცია, გავიცანი ქალბატონი ნინო (ექიმი ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე - რედ.) და ნინომ გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა. იმიტომ, რომ მაინც დაძაბული ვიყავი და მაინც მეშინოდა და საბოლოოდ ეს სასწაული მოხდა.

იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, იმის უნარსაც მოგცემს, რომ შვილებს მიხედო... ბავშვები თავად არ გამიჩენია, სუროგატის დახმარებით გაჩნდნენ... ძიძის გარეშე ვზრდით მე და რეზიკო... - თამუნა ამონაშვილი