ბექჰემების ოჯახურ დრამაში ნიკოლა პელტცის მილიარდერი მამაც ჩაერთო - რა განუცხადა მან ჟურნალისტებს - მშობლები

ბექჰემების ოჯახურ დრამაში ნიკოლა პელტცის მილიარდერი მამაც ჩაერთო - რა განუცხადა მან ჟურნალისტებს

2026-02-05 09:53:58+04:00

ნიკოლა პელტცის მამამ, 83 წლის მილიარდერმა ნელსონ პელტცმა, პირველად გააკეთა საჯარო კომენტარი იმ კონფლიქტზე, რომელიც მის სიძეს, ბრუკლინ ბექჰემს და მის მშობლებს, ვიქტორია ბექჰემსა და დევიდ ბექჰემს შორის არსებობს.

Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას ნელსონ პელტცმა მიანიშნა, რომ არსებულ დაპირისპირებაში, განსხვავებით ბევრისგან, ის მხარს სწორედ თავის სიძეს უჭერს.

ჟურნალისტის კითხვაზე — როგორ აღიქვამს იმას, რომ ბოლო პერიოდში მისი გვარი სულ უფრო ხშირად ფიგურირებს მედიაში (რაც აშკარად ნიკოლას უკავშირდება), ბიზნესმენმა იუმორით უპასუხა: „ჩემი ოჯახი ბოლო დროს პრესაში ჩნდება? საერთოდ არ შემიმჩნევია“.

თუმცა პელტცმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის, რაზეა საუბარი, თუმცა დეტალებში შესვლას არ აპირებს: „ჩემი ქალიშვილი და ბექჰემების ოჯახი ცალკე თემაა და დღევანდელ დისკუსიას არ ეხება. მაგრამ ერთს ნამდვილად ვიტყვი — ჩემი ქალიშვილი შესანიშნავია, ჩემი სიძე ბრუკლინიც შესანიშნავია და ვიმედოვნებ, რომ მათ ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება ელით“.

screenshot-2026-02-05-095326-1770271221.png

მისივე თქმით, ოჯახს დროდადრო რჩევებსაც აძლევს, რომელთაგან მთავარია რეკომენდაცია — „პრესისგან მაქსიმალურად შორს დაიჭირონ თავი“.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნელსონ პელტცი, საინვესტიციო ფონდის Trian Fund Management თანადამფუძნებელი, 31 წლის ნიკოლას ყოველთვიურად 1 მილიონ დოლარს აძლევს პირადი ხარჯებისთვის. სოციალურ ქსელებში ეს ინფორმაცია აქტიურად განიხილებოდა, ძირითადად იმ კონტექსტში, რომ სავარაუდოდ ამ თანხებით ცხოვრობს ბრუკლინიც, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მშობლებთან კონფლიქტის ფონზე ფინანსურ მხარდაჭერას აღარ იღებს.

ბოლო პერიოდში მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ბექჰემების ოჯახის შიდა დაპირისპირებას. ცოტა ხნის წინ 26 წლის ბრუკლინმა საჯაროდ დაადანაშაულა მშობლები წლების განმავლობაში კონტროლსა და მანიპულაციებში. მისი თქმით, ისინი სოციალურ ქსელებში „ძლიერი ოჯახის“ იმიჯს ყალბი პოსტების საშუალებით ქმნიან.

ბრუკლინის განცხადებით, მისი ოჯახი ნიკოლას მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი, ხელს უშლიდა მათ ურთიერთობას და ქორწილიც კი გააფუჭა. სწორედ ამ მიზეზით, 2025 წელს წყვილმა მეორე საქორწინო ცერემონია გამართა — ღონისძიებას ნელსონ პელტცი უძღვებოდა, ხოლო ვიქტორია და დევიდ ბექჰემები მიწვეულთა შორის არ ყოფილან.

screenshot-2026-02-05-095347-1770271022.png

საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ნაწილი თანაუგრძნობს ბრუკლინს, ნაწილი კონფლიქტში ნიკოლას ადანაშაულებს, სხვები კი თვლიან, რომ ბექჰემი მადლობელი უნდა იყოს საკუთარი ოჯახის, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა.

სკანდალის ფონზე გავრცელდა ჭორებიც, თითქოს ბექჰემების უფროსი ვაჟი, პრინცი ჰარის მსგავსად, „გულწრფელი“ მემუარების გამოცემას გეგმავს.

„ ვიქტორია ცრემლებს ძლივს იკავებდა - ბექჰემების პირველი საჯარო გამოჩენა შვილის სკანდალის შემდეგ
რას საქმიანობს ნიკოლა პელცის მილიარდერი მამა და რატომ ეძახის საკუთარი გარემოცვა ცნობილ გოგონას მონსტრს? - უცნობი ამბები ბექჰემების საბედისწერო რძალზე