სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება, 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და სწავლა 16 მარტიდან განახლდება - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს.
სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეებია დარჩენილი:
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.შესაბამისად, მოსწავლეები 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა,მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ ცხადდება და ოფიციალურად უქმე დღეების გარდა, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ წარიმართება.