"დღეს გიმხელთ ჩვენი მესამე სიხარულის ამბავს... მესამე შვილს ველოდებით" - სიახლე ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახში (ვიდეო) - მშობლები

"დღეს გიმხელთ ჩვენი მესამე სიხარულის ამბავს... მესამე შვილს ველოდებით" - სიახლე ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახში (ვიდეო)

2026-02-08 22:57:55+04:00

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სასიხარულო ამბავს უზიარებენ გულშემატკივრებს. წყვილი, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს, კიდევ ერთ შვილს ელოდება.

"დღეს გიმხელთ ჩვენი მესამე სიხარულის ამბავს... თქვენი აზრით, ლილი სწორად ფიქრობს?" - წერს ცოლ-ქმარი და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისათვის, ნოესთვის მომავალი პატარა მეხუთე შვილი იქნება. ბავშვის სქესი ჯერ არ გაუმხელიათ, პატარა ლილი კი ფიქრობს, რომ ისევ გოგოა.

მთელი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს - ჯანეტ ქერდიყოშვილი
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველო, რუსული შოუბიზნესის დაპყრობის მცდელობა და დიდი ტრაგედია... - ამბები და ფოტოები მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის კარიერიდან