"ბევრი შემხვედრია, ჩაუვლიათ, გამარჯობა არ უთქვამთ და მერე მოუწერიათ: "ნინო ექიმო, არ გეწყინოთ, მე არ ვამბობ, რომ თქვენი პაციენტი ვარ..." - სპეციალისტი ინ ვიტრო განაყოფიერებასა და საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე - მშობლები

"ბევრი შემხვედრია, ჩაუვლიათ, გამარჯობა არ უთქვამთ და მერე მოუწერიათ: "ნინო ექიმო, არ გეწყინოთ, მე არ ვამბობ, რომ თქვენი პაციენტი ვარ..." - სპეციალისტი ინ ვიტრო განაყოფიერებასა და საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე

2026-02-09 11:13:12+04:00

რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, რეპროდუქტოლოგმა, პროფესორი ნინო მუსერიძე Sasha Katsman-ის ახალ ეპიზოდში ხელოვნურ განაყოფიერებასა და საზოგადოებაში გავრცელებულ სტიგმაზე საუბრობს:

- ბევრი ადამიანი შემხვედრია, ჩაუვლიათ, გამარჯობა არ უთქვამთ და მერე მოუწერიათ: "ნინო ექიმო, არ გეწყინოთ, მე არ ვამბობ, რომ თქვენი პაციენტი ვარ." არასდროს მწყინს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ მას დავეხმარეთ და ზუსტად ვიცით, რომ მათთან ერთად ძალიან ბევრი გამოვიარეთ. სხვათა შორის, ფონდი რომ შევქმენით, მაშინ ჩავატარეთ რაღაც აუქციონი. ვთქვით, რომ პირველი ბავშვის დედას, რომელიც ჩვენი ფონდის დახმარებით დაიბადება, ვაჩუქებთ საყურეს. მართალი გითხრათ, ეს საყურეები გადავეცით იმ პირველი ბავშვის დედას. კახეთში დაიბადა, მაგრამ დედამ მითხრა, რომ არ მოხვიდეთ ჩემთან სამშობიაროში და ისე არ გადმომცეთო, ჩუმად გადმომეცით, რომ ყველამ არ გაიგოსო.

მე მესმის, იმიტომ, რომ როდესაც ჟორდანიას ინსტიტუტში პირველად ინ ვიტრო განაყოფიერება ჩატარდა და გაჩნდა ბავშვი, ის პირველი ბავშვი საერთოდ არ თქვეს, რომ დაიბადა. უბრალოდ, მშობლებს არ უნდოდათ, რომ გაეგოთ სხვებს. ამიტომ, ეს სტიგმა არსებობს... დღეს ამ საუბრით მივაღწიეთ იმას, რომ ადამიანმა დაიჯერა, რომ არაფერი ხელოვნური ამაში არ არის და თუ გჭირდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, დროულად უნდა მოხვიდე იმიტომ, რომ შედეგი უკეთესი გქონდეს. მოხვიდე 25 წლის მერე, ფსიქოლოგიური ტრავმით, როცა არაფრის აღარ გჯერა, ძალიან რთულია.

მამაკაცების უნაყოფობის მიზეზი ძალიან ხშირად არის მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკი, ალკოჰოლი და დიდი ოდენობით ნიკოტინი... - სპეციალისტი მამაკაცის უნაყოფობის გავრცელებულ მიზეზებს ასახელებს
კვერცხუჯრედი გავყინე, მეგობრების და მეუღლის დაძალებით... მადლობა მათ, რომ გადამაწყვეტინეს... იმ დროს პროფესიულად ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ შევძლებდი სრულფასოვან დედობას... - თამუნა ამონაშვილი