ბოლო დროს 64 წლის მსახიობის, ჰიზერ ლოკლირის ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ. თუმცა, საზოგადოების გამოხმაურება არც მის ახალ კინოროლებს ეხება და არც სასიყვარულო ურთიერთობებს. მსახიობი, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული გახდა. ბოლო წლებში კი მის სახელთან პოლიციელზე თავდასხმა, დაპატიმრება და თვითმკვლელობის მცდელობაა დაკავშირებული.
ხშირად ამბობენ, რომ მსახიობი ამ ეტაპამდე არასწორმა ურთიერთობებმა მიიყვანა, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა...
ჰიზერ ლოკლირი საზღვაო ოფიცრისა და დისნეის თანამშრომლის ოჯახში დაიბადა. მათ სახლში მკაცრი დისციპლინა არსებობდა, რელიგიასა და სამსახურს კი განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ამიტომ, ჰიზერი მსახიობობას არც განიხილავდა. მას პილოტობა სურდა. გოგონა სკოლის წლებში დაცინვისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო. თანაკლასელები დასცინოდნენ იმის გამო, რომ ძალიან გამხდარი იყო, არათანაბარი კბილები ჰქონდა და აკნეს ებრძოდა.
თუმცა, გარდატეხის ასაკის შემდეგ ჰიზერი ულამაზეს გოგონად ჩამოყალიბდა, ბედი სამოდელო სფეროში სცადა და პირველი გადაღებების შემდეგ, ავიაცია საბოლოოდ დაივიწყა. ჰოლივუდის პროდიუსერებისაგან საკმაოდ საინტერესო შეთავაზება მიიღო.
რეჟისორმა აარონ სპელინგმა სერიალში "დინასტია" გადაიღო. 1981 წელს ამ სერიალს, კერინგტონების ოჯახში მიმდინარე მოვლენებსა და მთავარი გმირების საოცარ თავგადასავლებს უამრავი ადამიანი უყურებდა. ჰიზერ ლოკლირი სემი ჯოს როლს ბრწყინვალედ თამაშობდა და უამრავი გულშემატკივარიც ჰყავდა.
სერიალი 8 წელი გრძელდებოდა. ჰიზერი იმდენად დამაჯერებელი იყო ეკრანზე, რომ მაყურებელს განცდა ჰქონდა, თითქოს, მთელი ცხოვრება მსახიობობდა. შემდეგ კი ახალი პროექტი დაიწყო და სკანდალურ და მზაკვრულ ამანდა ვუდვორდად გადაიქცა...
ჰიზერ ლოკლირთან მომუშავე პირები ამბობდნენ, რომ გოგონა სპონტანური და ირონიული ქცევით გამოირჩეოდა. მას უცებ შეეძლო, მეგობრობა დაესრულებინა, სასტიკად დაეცინა მამაკაცებისთვის, პირველ პაემანზე არ მისულიყო და ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც თავად სურდა.
სერიალი "მელროუზ პლეისი" ჰიზერ ლოკლირის კარიერის გარდამტეხი მომენტი გახდა. სწორედ იქ გამოავლინა მსახიობმა სრულად თავისი ნიჭი და წარმოუდგენლად სექსუალური მიმზიდველობა. მაყურებელს სარეკლამო აგენტის, ამანდა ვუდვორდის როლთან დაკავშირებული ყველაფერი აინტერესებდა. მამაკაცები მასზე ოცნებობდნენ, ქალები კი მის ვარცხნილობასა და ჩაცმულობას აკოპირებდნენ. მსახიობი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. გადაღებები 1999 წელს დასრულდა. ამის შემდეგ ჰიზერმა კომედიურ სერიალში "სპინ სიტი" მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც "ოქროს გლობუსზე" იყო ნომინირებული. 2003 წელს "სასოწარკვეთილი დიასახლისების" პროდიუსერებმა მსახიობს მონაწილეობა შესთავაზეს. მას სიუზან დელფინოს როლი უნდა შეესრულებინა. რა გახდა უარის მიზეზი, უცნობია, თუმცა ამის შემდეგ მსახიობის კარიერასა და ცხოვრებაში ბნელი პერიოდი დაიწყო...
ჰიზერ ლოკლირს უამრავი ხმაურიანი რომანი ჰქონდა და სხვადასხვა მამაკაცს ხვდებოდა. ცნობილია, რომ ტომ კრუზის მოხიბვლაც კი შეძლო.
მსახიობს სკოტ ბაიოსთან ჰქონდა ურთიერთობა. მათი რომანი ვნებიანი, მაგრამ ხანმოკლე იყო. დაშორებიდან მალევე ჰიზერი მარკ ჰარმონის შეხვდა. მარკს ის ძალიან უყვარდა, თუმცა ცნობილია, რომ ჰარმონის მამა ამ რომანს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. კაცი ფიქრობდა, რომ ჰიზერი მის შვილს ცხოვრებასა და კარიერას გაუნადგურებდა... ეს რომანიც მალევე დასრულდა.
ამის შემდეგ მსახიობი ტომი ლის ხვდებოდა. მსახიობი მომხიბვლელი როკერით აღფრთოვანებული იყო. სწორედ მისი რჩევით ტატუ დაიხატა და მკერდი გაიდიდა. ისინი 7 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. თუმცა, ამ 7 წლის მანძილზე ჰიზერი მუდმივად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ პერიოდში ქალი ალკოჰოლზე დამოკიდებულიც გახდა, მეუღლე კი მუდმივად ღალატობდა.
მსახიობისა და მუსიკოსის დაშორებით ყველა ბედნიერი იყო: როგორც ჰიზერი, ასევე მისი მშობლები. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მათი ქალიშვილი გონს მოვიდოდა და წესიერ და საიმედო მამაკაცს იპოვიდა. თუმცა, ჰიზერმა მალევე Bon Jovi-ს გიტარისტი, რიჩი სამბორა გაიცნო. ეს მამაკაცი წინასგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ჰიზერი ძალიან უყვარდა, მის მიმართ ყურადღებასა და სითბოს გამოხატავდა. თუმცა, თავად ჰიზერი იყო შეცვლილი. წინა ქორწინების პერიოდში, ქალი ნარკოტიკებს და ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული.
1997 წელს ქალიშვილის, აივას დაბადების შემდეგაც კი მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. სამბორა ცოლის ცხოვრების წესს ვეღარ უძლებდა და 2005 წელს განქორწინება მოითხოვა. კაცი სასამართლოს დოკუმენტებს არც დალოდებია და ჰიზერის დიდი ხნის მეგობართან, დენიზ რიჩარდსთან, დაიწყო ურთიერთობა...
დაშორებიდან მალევე ჰიზერმა ეკრანულ პარტნიორთან, ჯეკ ვაგნერთან დაიწყო ურთიერთობა. 2011 წელს ისინი დაინიშნნენ, თუმცა 6 თვის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. პარალელურად, ჰიზერი ალკოჰოლზე მძიმე დამოკიდებულებას ებრძოდა და კლინიკაშიც კი აღმოჩნდა.
მსახიობის მენტალურ მდგომარეობაზე ამ ყველაფერმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. თუმცა, მრავალ ცუდ ჩვევას შორის, ერთი კარგი თვისება ჰქონდა. რომელ საათამდეც არ უნდა გაგრძელებულიყო ხმაურიანი წვეულება, მეორე დღით, 7 საათზე, სპორტდარბაზში აუცილებლად წავიდოდა და ივარჯიშებდა. ამიტომ, ფიზიკურად ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა.
წლების განმავლობაში, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო ჰიზერი პოლიციის განყოფილებაში არაერთხელ აღმოჩნდა. მას როლებს აღარ სთავაზობდნენ. ოდესღაც ულამაზესი მსახიობი, ისტერიულ ქალად იქცა და პარანოიდული ფსიქოზით იტანჯებოდა.
2018 წლის თებერვალში ჰიზერი თავის შეყვარებულს, კრის ჰაიზერს თავს დაესხა. ქალს მოეჩვენა, რომ მეგობარი მამაკაცი მის დახრჩობას ცდილობდა. ივნისში კი საკუთარ დედას დაარტყა. ორივეჯერ მსახიობი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. მას პოლიციელზე თავდასხმასაც ედავებიან. მოგვიანებით, ნარკოტიკებით ზედოზირებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. მან მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა არაერთხელ სცადა, თუმცა ჯერჯერობით მედიაში ჰიზერის შესახებ პოზიტიური ინფორმაცია არ ვცელდება.