“მე დავთმე ჩემი პირადი, რომ გამეზარდა ბიჭი... ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ჩემი დისშვილია, რომელიც მე გავზარდე..." - ნანული სარაჯიშვილი - მშობლები

“მე დავთმე ჩემი პირადი, რომ გამეზარდა ბიჭი... ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ჩემი დისშვილია, რომელიც მე გავზარდე..." - ნანული სარაჯიშვილი

2026-02-26 10:33:28+04:00

მსახიობი ნანული სარაჯიშვილი გადაცემაში "შუადღე" დისშვილზე საუბრობს, რომელიც თავად გაზარდა აღნიშნავს, რომ მისი აღზრდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო:

- ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ჩემი დისშვილია, რომელიც მე გავზარდე. შენი გაჩენილი რომ არ არის და ჩემი და რომ აღარ არის, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მე მქონდა. ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი დავთმე, პირადიც, ყველაფერი, რაც კი არსებობს, რომ გამეზარდა ბიჭი. თანაც, ბიჭის გაზრდა უფრო რთულია. მაშინ ისეთი არეულ-დარეული პერიოდი იყო... მე ეს გავაკეთე.

ამის შესახებ ცნობილმა მსახიობმა ვრცლად ისაუბრა ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემაში:

- 90-იან წლებში ჩემს დას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. თავიდან მე გავიგე. მერე იძულებული ვიყავი, დედასთვის მეთქვა. თავად არ იცოდა. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. მაშინ ცოტა სხვა მკურნალობა იყო. ქიმიოთერაპია იყო სულ სხვანაირი. ჩემი და ქიმიამ მოკლა. რომ გაუკეთეს, ცუდად გახდა... 9 წლის შვილი დარჩა, რომელიც მე გავზარდე. ახლა უკვე დიდი ბიჭია. ორი შვილიშვილი მყავს. ვიდრე ჩემი და გარდაიცვლებოდა, ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე. სიზმრები სულ მიცხადდება და ძალიან მეშინია. სიზმარში ცეკვა, სიმღერა, ყურძნის ჭამა ცუდად მაქვს დაცდილი ... სხვათა შორის, ნიაზ დიასამიძის დედას ძალიან კარგი სიზმრების წიგნი ჰქონდა და ვნახულობდი. მამაჩემის გარდაცვალებამდე ვნახე, რომ სიზმარში ჭერი ჩამოგვენგრა. მამა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემი დაც ამავე ასაკში...

nanuli-1772088853.png

სანამ ჩემი და გარდაიცვლებოდა, აფხაზეთიდან დევნილი უპატრონოდ დარჩენილი ბავშვის აყვანა მინდოდა. მივედით კიდევაც. ბევრი შემთხვევა იყო. ტელევიზორშიც აცხადებდნენ იმ ბავშვებზე, რომლებიც უპატრონოდ დარჩნენ. რომ ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მინდოდა, გაუკვირდათ. საბედნიეროდ, იმ ბავშვებს პატრონები გამოუჩნდათ.

mtavari-poto-nanuli-sarajishvili-1728460673.jpg
nanuli3-1772088854.png

მალევე ჩემი დის ამბავიც მოხდა და ჩემი დისშვილისთვის დედა გავხდი. რთული იყო, მაგრამ მამამისიც მეხმარებოდა, დედაჩემი ცოცხალი იყო და რასაკვირველია, ისიც მეხმარებოდა. ერთად აღვზარდეთ და კარგი ბიჭი გამოვიდა. ახლა ორი შვილიშვილი მყავს.