ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის 14 წლის ქალიშვილი კვლავ სკანდალური იმიჯით გამოჩნდა - რამ აღაშფოთა გამომწერები - მშობლები

ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის 14 წლის ქალიშვილი კვლავ სკანდალური იმიჯით გამოჩნდა - რამ აღაშფოთა გამომწერები

2026-02-26 11:30:42+04:00

ფრანგი მოდელისა და მომღერლის, კარლა ბრუნის და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ქალიშვილმა, 14 წლის ჯულია სარკოზიმ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოების გაავრცელა და კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

მოზარდმა გამომწერებისთვის ფოტო გააზიარა, სადაც ღრმა დეკოლტიანი, ფუშ-აფ-ეფექტის ტოპით, გაშლილი თმითა და მაკიაჟით პოზირებს.

screenshot-2026-02-26-112932-1772091570.png

გარდა ახალი იმიჯისა, ჯულია სარკოზიმ გამომწერებს თავისი სილამაზის რუტინაც აჩვენა. სკოლისა და ცხენოსნობის გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს ის აქტიურად სარგებლობს კოსმეტოლოგებისა და სილამაზის სფეროს სპეციალისტების მომსახურებით. მოზარდმა გააზიარა ახალი მანიკიურის ფოტოები, წამწამების დაგრძელების პროცედურის შედეგი და თმის მოვლის ეტაპები.

screenshot-2026-02-26-113903-1772091590.png

screenshot-2026-02-26-113851-1772091650.png

ჯულია ხშირად ექსპერიმენტებს ატარებს გარეგნობაზე, თუმცა სოციალურ ქსელებში მას არაერთხელ აკრიტიკებენ „მოზარდისთვის შეუფერებელი“ იმიჯის გამო. ბოლო პერიოდში სარკოზიმ სოციალური მედიის გვერდიც გაააქტიურა და, გავრცელებული ვარაუდით, სილამაზის სალონებთან თანამშრომლობს — მათ მომსახურებას ბარტერის საფუძველზე იღებს და სანაცვლოდ საკუთარ გვერდზე რეკლამას უწევს მანიკიურის, წამწამების დაგრძელებისა და თმის სპეციალისტებს.

screenshot-2026-02-26-113842-1772091610.png

სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილავენ ვარსკვლავების შვილებს და მათ მშობლებთან ადარებენ. მსგავს კონტექსტში ხშირად ახსენებენ, მაგალითად, 13 წლის ანჯელინას — ვიქტორია ბონიას ქალიშვილს;

720x540-0xoiouvmaj-0595812666089977280-1772091795.jpg

12 წლის ნორთს — კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილს;

kim-north-west-kardashian-met-gala-23-mc-231122-561c00-1772091841.jpg

ჯულია სარკოზი ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის ერთადერთი საერთო შვილია. წყვილი 2008 წელს დაქორწინდა. კარლა ბრუნის ჰყავს ასევე 24 წლის ვაჟი, ორელიანი, რომელიც მან 33 წლის ასაკში 23 წლის დაქორწინებული სტუდენტისგან — რაფაელ ენტოვენისგან გააჩინა.

294172691-1327212721144426-5441495807545729124-n-1772091888.webp

იმ პერიოდში ბრუნი ურთიერთობაში იმყოფებოდა რაფაელის მამასთან — ჟან-პოლ ენტოვენისთან.

carla-bruni-celebre-ses-14-ans-de-mariage-avec-nicolas-sarkozy-1751438694-1772091899.jpg
გოგონა თავად ცდილობს გამოჩენას, ინტერვიუებზეც არ ამბობს უარს და მასზე ხშირად წერენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის კეთილგანწყობილი არაა ეს სტატიები - განიხილავენ მოზარდის მოდურ ექსპერიმენტებს, თმის ფერს, ასაკისთვის შეუფერებელ მაკიაჟს და კითხულობენ, ადრე ხომ არ არის მისთვის მსგავსი ცვლილებები? თუმცა ჯულია სავარაუდოდ ასე გამოხატავს თავს და ინდივიდუალურ სტილს ეძებს. ამას მოწმობს მისი გვერდი ტიკ-ტოკზე, სადაც უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა. კარლა ბრუნიც, რომელიც ძალიან მკაცრ პირობებში იზრდებოდა, აფასებს თავისუფლებას და გოგონას რთავს ნებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები.
download-1772092354.png
ჯულია ცხენოსნობით არის გატაცებული და თავისი საყვარელი ცხენით გამოდის ასპარეზობებზე.
screenshot-2025-04-21-at-11-18-25-giulia-1751438376-1772092404.sarkozy--Photos-et-videos-Instagram.jpg
ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის 13 წლის ქალიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობას იკრებს - რატომ აკრიტიკებენ ყოფილი პრეზიდენტის და ცნობილი მოდელის შთამომავალს?