27 წლის რუსთაველი პოლიციელი, რომელიც რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, გარდაიცვალა - მშობლები

27 წლის რუსთაველი პოლიციელი, რომელიც რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, გარდაიცვალა

2026-03-01 13:38:15+04:00

სოციალურ ქსელში გვერდი რუსთავი დღეს სამწუხარო ამბავს იუწყება:

"რუსთავში ახალგაზრდა პოლიციელი გარდაიცვალა.

27 წლის რუსთაველი პოლიციელი დავით გვაზავა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამართალდამცველი 20 თებერვალს მომხდარი მძიმე ავარიის შემდეგ სიცოცხლისთვის 6 დღის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა მიღებული დაზიანებები ფატალური აღმოჩნდა.

დავით გვაზავას კოლეგები დადებით პიროვნებად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ იგი კეთილშობილი, საქმის ერთგული და პასუხისმგებლიანი პოლიციელი იყო, რომელსაც თანამშრომლები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ".