პროფესიის არჩევა ახალგაზრდების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება ხშირად მიიღება არასაკმარისი ინფორმაციისა და გარემოს გავლენის საფუძველზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული კონსულტაციის რესურსები შეზღუდულია, მოსწავლეებს კი დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ალტე უნივერსიტეტის ახალი პროექტი მოსწავლეების სწორედ ასეთი მხარდაჭერის გაწევას ისახავს მიზნად.
კერძოდ, ალტე უნივერსიტეტიკახეთიდან იწყებს პროფესიების რეგიონულ ტურნეს, რომლის მიზანია XI-XII კლასელებისთვის კონსულტაციის გაწევა, გადაწყვეტილებს მიღების პროცესში.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები პირველ შეხვედრებს 6 მარტს, 12:00 საათზე თელავის ტექნოპარკში დაგეგმილ პროფესიების ფორუმზე გამართავენ.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან პროფესიული ორიენტაციის ინტერაქციულ ვორკშოპს, გაეცნობიან კარიერული განვითარების შესაძლებლობებს და მიიღებენ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც საკუთარი პროფესიული არჩევანის განსაზღვრაში. ღონისძიების ორ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება მოიპოვოსალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულიკარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
როგორც ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ანი ამირანაშვილი აღნიშნავს, პროექტის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს გაუზიარონ არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი ინტერესებისა და უნარების გააზრებაში, - „სწორედ ამიტომ ვიწყებთპროფესიების რეგიონულტურნეს, რათა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთყველასთვისაც, ვისაც სურს საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე დეტალური ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა პროფესიებზე სფეროს წარმომადგენლებისგან და გაერკვეს საკუთარ რეალურ ინტერესებში,“–აღნიშნავს ანი ამირანაშვილი.
პროფესიების რეგიონული ტურნე მიზნად ისახავს რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის ინფორმაციული ბარიერის შემცირებას, საგანმანათლებლო ხელმისაწვდომობის გაზრდას და ახალგაზრდების კარიერული ცნობიერების გაძლიერებას. ინიციატივა ალტე უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობისმნიშვნელოვანინაწილია. ის მთელს საქართველოს მოიცავს.
ფორუმის დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, მათ შინაარსს, სწავლების სპეციფიკასა და პროფესიულ პერსპექტივებს. ამასთან, შეხვდნენ უნივერსიტეტის ლექტორებსა და დეკანებს, ასევე სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მედიცინა, სტომატოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიული სფეროები.
ღონისძიებაზედასწრებაშესაძლებელიაწინასწარირეგისტრაციისსაფუძველზე.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.office.com/e/6b1YVqppCd
R