სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა გრძელდება. პროგრამის მიზანი მრავალშვილიანი ან/და იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი/შვილები, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების გზით. ამის შესახებ ინფორმაცია "აწარმოე საქართველოში" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სუბსიდირებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ოჯახს 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავდეს.
სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში აღებული იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას 60 თვის განმავლობაში, შემდეგი ოდენობით:
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. ამასთან, სესხით შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება შესაძლოა აჭარბებდეს 200 000 ლარს.
პროგრამის მიზნებისათვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.
პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ:
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მრავალშვილიანმა ოჯახმა 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იპოთეკური სესხის სუბსიდირებით უკვე უკვე ისარგებლა, ახლა კი მე-4 ან მეტი შვილი ჰყავთ და მათი ასაკი 1 წლამდე ასაკისაა, განმეორებით, კვლავ შეუძლიათ, იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ.
სხვა შემთხვევაში, იპოთეკური სესხით სარგებლობის უფლება ოჯახებს მხოლოდ ერთხელ აქვთ.
იპოთეკური სესხის ასაღებად დაინტერესებულმა პირმა პირდაპირ უნდა მიმართოს რომელიმე კომერციულ ბანკს და ბანკში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ინფორმაციას ვრცლად გაეცნოთ "აწარმოე საქართველოში" ვებგვერდზე. ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 15 25