სიყვარულის დასტურად, სელენა გომესი ქმარს ჭუჭყიან ფეხებს უკოცნის საჯაროდ - ბენი ბლანკო უსუფთაობის გამო გააკრიტიკეს, თუმცა სელენას "ასეთიც უყვარს" - მშობლები

სიყვარულის დასტურად, სელენა გომესი ქმარს ჭუჭყიან ფეხებს უკოცნის საჯაროდ - ბენი ბლანკო უსუფთაობის გამო გააკრიტიკეს, თუმცა სელენას "ასეთიც უყვარს"

2026-03-06 12:13:49+04:00

გულშემატკივრები შოკირებულები არიან: სელენა გომესი პოდკასტის პირდაპირ ეთერში ქმრის ჭუჭყიან ფეხებს კოცნის.

სელენა გომესმა ეს ნაბიჯი მას მერე გადადგა, რაც მისი ქმარი ბენი ბლანკო ინტერნეტში მისი უსუფთაობის გამო გააკრიტიკეს. ბლანკო თავის პოდკასტში ბინძური ფეხების დემონსტრირებას ახდენდა და საზოგადოებაში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მომღერლის გულშემატკივრებმა მას „ამაზრზენ“ ქმარს განქორწინებისკენაც კი მოუწოდეს.

original-2-1772786128.webp

ცოტა ხნის შემდეგ, Jimmy Kimmel Live-ში, ბლანკომ ხუმრობით განაცხადა, რომ მას „შესანიშნავი ფეხები“ აქვს და რომ მის ფეხებზე ჭუჭყი მტვრიანი სტუდიის იატაკის გამო იყო. ფეხსაცმელიც გაიხადა ამის დემონსტრირებისთვის.

benny-blanco-feet-022726-809ba2a1579e4fa1a82f61515df705ae-1772786447.jpg

გომესმაც უპასუხა კრიტიკას ქმრისადმი სიყვარულის საჯაროდ გამოცხადებით.

სცენა ბლანკოს პოდკასტის, „მეგობრები საიდუმლოებებს ინახავენ“, უახლეს ეპიზოდში მოხდა: გადაღების დაწყებიდან თითქმის 50 წუთის შემდეგ, 33 წლის გომესი, რომელიც იმ დროს იატაკზე იჯდა, შუა საუბარში დაიხარა და ბლანკოს ფეხის თითებზე აკოცა. „როგორ მოგწონთ ეს?“ ხუმრობით ჰკითხა ბენიმ თანაწამყვან დეივ ბერდს და მის მეუღლეს, რომლებიც ასევე იქ იყვნენ. „ოჰ, ნუ ისარგებლებთ ამით!“ უპასუხა გომესმა. „არა, მომეწონა. სასიამოვნო იყო. ძალიან მიყვარხართ“, განაცხადა მისმა ქმარმა. შემდეგ მომღერალმა ლოყა ფეხის თითებზე მიადო.

37 წლის ბლანკოს ინტერნეტში მისი უსუფთაობის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ადრე მან განაცხადა, რომ განზრახ თქვა უარიყოველდღიურად შხაპის მიღებაზე. ის თვლის, რომ ყოველდღიური შხაპი „მის ინდივიდუალობას“ და უნიკალურ მამაკაცურობას აცლის. მუსიკალურ გენიოსს, რომლის ქონებაც 50 მილიონი დოლარია, პრინციპული იმიჯი აქვს, როგორც „ახლახან გაღვიძებული ბიჭის“.

original-5-1772786128.webporiginal-1-1772786128.webp

აღსანიშნავია, რომ წყვილის ურთიერთობამ თავიდანვე გამოიწვია სელენას გულშემატკივრების არაერთგვაროვანი რეაქციები. ბევრი თვლის, რომ ბლანკოს გარეგნობა არ შეესაბამება მის ვარსკვლავურ სტატუსს და მას ხშირად ადანაშაულებენ გომესის ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენაში.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მდიდარი ვარსკვლავი, სელენა გომესი და ბენი ბლანკო ერთმანეთს 2023 წელს ხვდებიან და 2025 წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ. სელენას ადრე ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა ჰქონდა ჯასტინ ბიბერთან, რომლის დაშორების შემდეგაც დეპრესია დაემართა. ბიბერი ამჟამად დაქორწინებულია მოდელ ჰეილი ბიბერზე, რომელთანაც გომესი მუდმივად კამათობს ინტერნეტში.

original-6-1772787136.webp

სელენა გომესმა ქორწილში არ დაპატიჟა მეგობარი, რომელმაც მას საკუთარი თირკმელი დაუთმო... სამაგიეროდ, დაპატიჟა ტეილორ სვიფტი და პერის ჰილტონი - რას ამბობს უარყოფილი გოგონა?
3 საპატარძლო კაბა, მოკრძალებული ტორტი და ცერემონია ბაღში - სელენა გომესმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა