"ერთ შვილს მარტო ზრდიდა... დიდი ტკივილი გადაიტანა" - რას ჰყვებიან თელავში გარდაცვლილ 8 თვის ორსულ ქალზე ადგილობრივები? - მშობლები

"ერთ შვილს მარტო ზრდიდა... დიდი ტკივილი გადაიტანა" - რას ჰყვებიან თელავში გარდაცვლილ 8 თვის ორსულ ქალზე ადგილობრივები?

2026-03-12 13:23:21+04:00

თელავში 8 თვის ორსული, მაკა ასაბაშვილი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერც ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების მიზეზად სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი სახელდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

"როგორც მითხრეს, მაკა მკურნალობდა. თრომბი რომ არ განვითარებულიყო, ნემსებსაც იკეთებდა. სამწუხაროდ, მაინც განვითარდა თრომბი და სახლშია გარდაცვლილი. სასწრაფოც გამოიძახეს თურმე, თუმცა, რომ მოსულა, უკვე გარდაცვლილი დახვედრია. ვერც ნაყოფი გადაარჩინეს. საშინელებაა, რაც მოხდა, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. თრომბოფილიის მართვა ძალიან ძნელია, ექიმმა უნდა მართოს კარგად ასეთ დროს ორსულობა. თუ მკურნალობდა, რატომ მოხდა ეს ტრაგედია არ ვიცი. ძალიან რთულია ზოგადად მართვა, სამწუხაროდ, ხშირად იღუპებიან ორსულები თრომბით. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება ორსულების, რათა ორსულ ქალებს ყველა გამოკვლევა და პრეპარატი უფინანსდებოდეს. ძალიან განვიცდი მაკას ამბავს. ერთად ვმუშაობდით წლების წინ. ძალიან კარგად მახსენდება მასთან ურთიერთობა. თბილი გოგო იყო, უკარგესი ადამიანი. ძალიან დაგვწყვიტა გული. ერთი შვილი დარჩა”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

მაკას გარდაცვალებას განიცდიან მის მშობლიურ კუთხეში, თელავში. კიდევ ერთი ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას რთული ცხოვრება ჰქონდა გავლილი. განაგრძეთ კითხვა