ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს შრრონ სტოუნს ახლახან 68 წელი შეუსრულდა. წითელი ხალიჩების და ვარსკვლავური ცხოვრების მიღმა მან უამრავი სირთულე გადაიტანა. მათ შორის ინსულტი და არაერთხელ შეწყვეტილი ორსულობა.
რამდენიმე წლის წინ მან კომენტარი დატოვა ჟურნალ People-ის პოსტის ქვეშ, სოციალურ ქსელში, რაც თავისთავად იშვიათობაა ასეთი მასშტაბის ვარსკვლავისგან. პოსტში საუბარი იყო მოცეკვავე პეტ მურგატროიდზე, რომელსაც მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგა. "ქალებს არ აქვთ სპეციალური ფორუმი, რომ ამ დანაკარგის სიღრმეზე იმსჯელონ. 9 ბავშვი დავკარგე მუცლის მოშლის გამო. ეს არ არის წვრილმანი, არც ფიზიკურად და არც ემოციურად. მაგრამ იძულებული ვართ, მარტოებმა გადავიტანეთ, საიდუმლოდ და რაღაცნაირი წარუმატებლობის განცდით. იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ საჭირო თანაგრძნობა, მხარდაჭერა და რეაბილიტაცია, რაც ასე გვჭირდება. ქალის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მამაკაცური იდეოლოგიის მეურვეობის ქვეშაა, ამიტომაც არის უსუსური და დათრგუნული", - დაწერა შერონმა. დღეს მსახიობს სამი ბიჭუნა ჰყავს, რომლებიც წლების წინ იშვილა.

43 წლის ასაკში სტოუნს ინსულტი დაემართა. დაავადებამ დააზიანა მსახიობის მეხსიერება და გრძნობის ორგანოები. მარცხენა თვალით ვერაფერს ხედავდა და მარცხენა ყურში არ ესმოდა, ვერ წერდა, ვერ კითხულობდა და ვერ მოძრაობდა. ფაქტობრივად, ყველაფერი ხელახლა ისწავლა.
ცხოვრება ხელახლა დაიწყო და მართლაც საოცარ ფორმაშია. ბევრს ვარჯიშობს და დაბერაბის ბუნებრივ პროცესს არ ებრძვის.

პირველი შვილი, როუნ ჯოზეფ ბრონსტაინი, მსახიობმა 2000 წელს იშვილა, როდესაც ის რამდენიმე კვირის იყო. იმ დროს შერონ სტოუნი ჟურნალისტ ფილ ბრონსტეინზე იყო დაქორწინებული და შვილიც ერთად აიყვანეს. როუნი ახლა უკვე დაახლოებით 25 წლისაა. ის ცდილობს მედიისგან შორს იყოს და პირად ცხოვრებას დიდად არ აჩენს, თუმცა ცნობილია, რომ ხელოვნებითა და შემოქმედებითი სფეროებით არის დაინტერესებული.

მეორე შვილი, ლეირდ ვონ სტოუნი, შერონ სტოუნმა 2005 წელს იშვილა, როდესაც პატარა ჯერ კიდევ ჩვილი იყო. დღეს ის დაახლოებით 20 წლისაა. ლეირდი დედასთან ერთად იზრდებოდა და ცნობილია, რომ სპორტითა და აქტიური ცხოვრებით არის დაინტერესებული.


ყველაზე პატარა, ქუინ კელი სტოუნი, მსახიობმა 2006 წელს იშვილა, ისიც ჩვილობის ასაკში. ქუინი ახლა დაახლოებით 19 წლისაა და კოლეჯს ამთავრებს. ისიც იშვიათად ჩნდება საჯაროდ, რადგან შერონ სტოუნი ცდილობდა შვილები მედიისგან მაქსიმალურად დაეცვა.

მსახიობი ხშირად ამბობს, რომ შვილების აღზრდა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა და დედობა მისთვის კარიერაზე არანაკლებ ფასეული აღმოჩნდა.
"სამი საოცარი ბიჭი მყავს და მათგან ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. დედობა მარტივი არ არის, მაგრამ ეს არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე ღირებული საქმე, რაც ჩემს ცხოვრებაში გამიკეთებია. ჩემმა შვილებმა მასწავლეს მოთმინება, სიყვარული და ის, რომ ცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰოლივუდის წარმატება" - ამბობს შერონ სტოუნი.