"ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების ქცევებს!.. უზრდელური სიტყვები, პანჩურები ანიმატორს... და ამ ყველაფერს Მშობელი ხედავს და სიცელქით ამართლებს'' - გასართობი ცენტრის მფლობელის გულისტკივილი - მშობლები

"ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების ქცევებს!.. უზრდელური სიტყვები, პანჩურები ანიმატორს... და ამ ყველაფერს მშობელი ხედავს და სიცელქით ამართლებს'' - გასართობი ცენტრის მფლობელის გულისტკივილი

2026-03-13 11:28:27+04:00

ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელსი, სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში, სადაც ადამიანები ხშირად წერენ საქართველოში მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე, და არაერთხელ დაიწერა დაბადების დღის ცენტრებზეც (კვება, გართობა, ხმაური, უსაფრთხოების ნორმები და ა.შ.), რაზეც ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია... ამჯერად, საკუთარი პოზიცია, უკვე მეორე მხრიდან, თავად დაბადების დღის ერთ-ერთი ცენტრის მფლობელმა დააფიქსირა და ეს პრობლემა სხვა კუთხითაც დაანახა მშობლებს. პოსტს ანონიმურად, ავტორის ნებართვით გთავაზობთ და ასევე, რამდენიმე კომენტარს, რომელიც მსგავსი ცენტრების მფლობელების თუ მომსახურე პერსონალის მხრიდან მოჰყვა:

დიდი ხანია მინდა ამ საკითხზე დავწერო...

Მართლა სასოწარკვეთილი ვარ

.......

აქ ვნახე პოსტი დაბადების დღის ცენტრებთან დაკავშირებით, იყო პრეტენზია კვებაზე, ხმაურზე, არასწორ თამაშებზე......

Მე ვარ დაბადების დღის ცენტრის დამფუძნებელი, ქუთაისში.10 წელია ამ სფეროში ვარ და ყოველ წელს უარესდება.

ირავის ეგონოს, რომ მარტივია ამ ბიზნესის მართვა, და ქალაქში თავის დამკვიდრება. Ხშირად ისმის კითხვა: ვინ გამიკეთებს შეღავათიან ფასად! იცოდეთ კარგს და ხარისხიანს იაფად ვერავინ გაგიკეთებთ.

ახლა მთავარი!

Მშობლებო!!!!!!

აქ როცა შემოხვალთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების ქცევებს და ნუ ეცდებით თქვენი შვილების გამართლებას. თუ ჩვენ ვაშავებთ, საქვეყნოდ შეგიძლიათ გაგვასწოროთ მიწასთან და როცა თქვენ?

Რომელს მოგეწონებათ, 8 წლის ბიჭებმა გაკადროთ და ს.....ე მოგარტყათ ხელი?

ან უზრდელი სიტყვებით მოგიხსენიოთ.

ან კოსტუმირებულ ანიმატორს პანჩური ამოარტყას....

და ამ ყველაფერს Მშობელი ხედავს და სიცელქით ამართლებს.თან აქეთ გვეძახის ტუტუცებს.

ამ დროს Მშობელი მინდა მოვიხსენიო შესაბამისად.

არ ვართ ჩვენ გამოსასწორებელი დაწესებულება. აქედანვე თუ არ ასწავლით თქვენს შვილებს, მერე თქვენ დაზარლდებით და ინანებთ.

პატივისცემით....."

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • "რამდენის სათქმელი თქვით! 13 წელი ამ სფეროში და მილიონი ბავშვი, მშობელი შემხვდა!

უზრდელები?? ძალიან რბილად ნათქვამი! მშობელი, რომელიც ხედავს, როგორ ამტვრევს, აფუჭებს დაწესებულების საკუთრებას, როგორ ურტყამს ბავშვი სხვებს, როგორ იგინება, როგორ იფურთხება დაწესებულებაში, როგორ დამცინავად იქცევა! და ხმას არ იღებს!

მშობელი, რომელსაც თავისი შვილების გართობა არ ანაღვლებს და იძახის, დაიკიდე ბავშვები, უფროსები გაგვართე!!

მშობელი, რომელიც სთხოვს ბიჭ წამყვანს, რომ ეფლირტავოს!

მშობელი, რომელიც სადღესასწაულო ცენტრში ალკოჰოლით დათვრება და თავს ვეღარ აკონტროლებს... ალბათ ვხვდებით, რომ ვერაფერს ვერ მოვთხოვთ, მით უმეტეს ბავშვის კულტურას!!

მშობელს, რომელსაც ძიძა ჰგონიხარ, და ზევიდან გიყურებს, ეეე, მიხედე.

მოიყვანეს და დასრულებულია? იმდენი რაღაცის დაწერა შემიძლია! მაგრამ თავს შევიკავებ შეურაცხყოფისგან!

უბრალოდ გეტყვით, რომ აღზრდა დაიწყეთ საკუთარი თავებით!

რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება!"

  • "არ შემიძლია პოსტის ავტორს არ დავეთანხმო, ზოგჯერ ისეთ ბავშვებთან გვიწევს ხოლმე მუშაობა, შეუძლებელია რამე გააგებინო ბავშვს, ყირაზეც რომ დადგე და რა კუთხითაც არ უნდა მიუდგე!

უმეტესობა ძალიან უტაქტო, და გათამამებულია, ჰგონიათ, რომ ჩვენთან ყველაფრის უფლება აქვთ და ეს უზრდელობაშიც გადასდით ...

სარგებლობენ ხოლმე იმით, რომ ყველაფრის მიუხეავად მშვიდად, თბილად და ღიმილით ვცდილობთ დაწყნარებას და უტაქტო ქცევების განეიტრალებას!

ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ჭამდნენ ხელის ბრახუნით, უხეში ტონით მოუთხოვიათ წვენის დასხმა და კიდევ რამდენი მსგავსი რამ ყოფილა ...

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვას, კულტურას, რა სფეროც არ უნდა იყოს და რა ასაკისაც არ უნდა იყოს!

პატარაობიდანვე თუ არ ვასწავლეთ სხვისი პატივისცემა და შრომის დაფასება, ამას ვერ ისწავლის დიდ ასაკში".

  • "და კიდევ რამდენი რამეა რაც აქ არ დაგიწერიათ…

(ჩემი შემდეგი სიტყვები არ ეხება ყველა მშობელს, რადგან არიან შეგნებული და სწორად აღზრდილი მშობლებიც.)

1. დეკორაციები გვქონდა ძალიან ლამაზი, ბავშვი მთელი დაბადების დღის განმავლობაში აფუჭებდა დეკორებს. თანამშრომლები შენიშვნას აძლევდნენ. და მშობელმა წასვლისას მოგვაძახა “აქ აღარ მოვალ, ბავშვს ამდენ შენიშვნას როგორ აძლევთო, რამე ისეთი გააკეთეთ, რაც არ ფუჭდებაო”…

რამდენიმე სხვადასხვა მშობელმა დააფიქსირა ეს…

2. ბავშვი მთლიან პროგრამას რევს, წამყვანი ვერანაირი სიტყვით ვერ აგებინებს ბავშვს ვერაფერს, ბავშვი ურტყავს წამყვანს, და გამოდის მშობელი და “თუ აქ მუშაობთ, ნერვები უნდა გქონდეთო”…

  • "ბავშვის ქცევა და ცენტრის საკვები და უგემოვნო თამაშები საერთოდ სხვადასხვა რამეა! ქცევას ვერ გააკონტროლებ სახლში შეიძლება ანგელოზია ბავშვი და გარეთ სხვა ბავშვებთან ერთად სხვანაირად იქცევა... რა თქმა უნდა, ეს ქცევა არ უნდა იყოს წახალისებული მშობლის მხრიდან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს... მაგრამ რაც შეეხება ცენტრში არსებულ გასართობ პროგრამებს - ეს არის მარაზმი და კი, ამის გაკონტროლება თქვენ შეგიძლიათ... ისეთი თამაში მოიგონეთ, რომ იყოს სააზროვნო, განსავითარებელი და დასამახსოვრებელი და არა ის, აბა კარში ვინ გაიტანს გოლს, ვინ მეტ ბურთს მოაგროვებს, ვინ გაასწრებს სირბილში და ა.შ... რაც შეეხება კვებას, ესეც თქვენს კონტროლს ქვეშაა... ხაჭაპურს შეიტანთ, ლობიანს თუ შამფურის მწვადს..."

  • "ანიმატორი ვიყავი 6 წელი, ბავშვების კატეგორია ისეთი უზრდელი და თავხედი მინახავს, მშობლები უარესები, რომ ჰგონიათ, ვალდებულები ვართ მათ თავხედ შვილებს მოვუაროთ, რადგან თანხას იხდიან 2 საათის მანძილზე. სხედან და კიდიათ, მათი შვილები ყირაზე რომ არიან და ყველაფერს ლეწავენ… რამდენჯერ დავლურჯებულვარ და გავგუდულვარ ფორმაში მაგ ყველაფრის გამო. შენ თუ რამე ზედმეტს გააკეთებ, ეგრევე საყვედურებით მოდიან. უკაცრვაად, მაგრამ მონები არ ვართ და არც გამოსასწორებელი დაწესებულება, ადექით და მიხედეთ თქვენს ველურ შვილებს".

ბავშვთა გასართობ ცენტრებში ჩვეულებრივი ღამის კლუბია ნორმალიზებული... არ შეიძლება ბავშვებისთვის ასეთი ხმაური, ასეთი განათება - ფსიქოლოგი საუბრობს, რატომაა ეს გარემო ბავშვებისთვის შეუფერებელი
მოპარული საჩუქრები, ატირებული ბავშვები და უკმაყოფილო მშობლები - რა ხდება დაბადების დღის ცენტრებში