ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ისევ "ოსკარის" გარეშე დატოვეს, პირველად გამოჩნდა ღონისძიებაზე საყვარელ ქალთან ერთად - ვინ არის ქალი, ვინც "ჰოლივუდის მარადიულ ბერბიჭას" ალბათ საკურთხეველთანაც მიიყვანს? - მშობლები

ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ისევ "ოსკარის" გარეშე დატოვეს, პირველად გამოჩნდა ღონისძიებაზე საყვარელ ქალთან ერთად - ვინ არის ქალი, ვინც "ჰოლივუდის მარადიულ ბერბიჭას" ალბათ საკურთხეველთანაც მიიყვანს?

2026-03-16 09:11:32+04:00

ლეონარდო დიკაპრიო ტრადიციულად, "ოსკარზე" იყო ნომინირებული და ტრადიციულადვე, ჯილდოს გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, ფილმმა მისი მონაწილეობით, მთავარი ჯილდო მიიღო.

დაჯილდოებას მსახიობი შეყვარებულთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად დაესწრო, რაც თითქმის სენსაციაა, რადგან მას ჰოლივუდის მარადიულ ბერბიჭად იხსენიებენ და წელიწადზე მეტ ხანსაც არ ჰყოლია შეყვარებული, მით უმეტეს - საცოლე. იტალიელი მოდელი კი უკვე მესამე წელია მის გვერდით არის და მართალია, წითელ ხალიჩაზე ერთად არ გაუვლიათ, 27 წლის სუპერმოდელი და 51 წლის მსახიობი დაჯილდოების ცერემონიაზე ერთად ისხდნენ.

ჩერეტიმ საღამოსთვის წითელი კაბა აირჩია.

original-1-1773638856.webp

original-1773638856.webp

original-2-1773638856.webp

დიკაპრიო და ჩერეტი დაახლოებით ორწელიწად-ნახევარია ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო დროს უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად. მსახიობი და მოდელი ცოტა ხნის წინ მილიარდერ ჯეფ ბეზოსის „საუკუნის ქორწილს“ დაესწრნენ, მოგვიანებით კი ლოს-ანჯელესში იახტაზე დასვენებისას და პაემანზე გადაიღეს.

გასული წლის ნოემბერში დიკაპრიომ დაბადების დღე მოდელთან ერთად აღნიშნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩერეტის სასოწარკვეთილად სურს თავის საყვარელზე დაქორწინება, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა დაქორწინებული. თავად მსახიობი პირად ცხოვრებაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

bgus-3066882-001-1773639493.webp

vittoria-ceretti-in-bikini-on-a-boat-in-sardinia-08-03-2024-25-699x1024-1773639494.jpgleonardo-dicaprio-vittoria-ceretti-nyc-092425-4-3d749d3c97674695976930d47a60a074-1773639493.jpg

ვიტორია ჩერეტი იტალიელი ტოპ-მოდელია. 2023 წლის მონაცემებით, მან თითქმის 400 მოდის ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა და 23-ჯერ გამოჩნდა Vogue-ის გარეკანზე. ჩერეტი დაიბადა ბრეშაში, იატაკის მოპირკეთების კომპანიის მფლობელის, ჯუზეპე ჩერეტის და დიასახლისის, ფრანჩესკას (ქალიშვილობის გვარი ლაზარი) ოჯახში.14 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო იტალიაში Elite Model Look-ის კონკურსში, სადაც ფინალისტად შეირჩა.

nssgclub-vittoria-ceretti-07-1773639540.jpg

მისი დებიუტი პოდიუმზე Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე შედგა. მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში გამართულ ჩვენებებში.2014 წელს ვიტორია Dolce & Gabbana-მ აირჩია მათ „შემოდგომა/ზამთრის“ და „სილამაზის“ კამპანიებში მონაწილეობის მისაღებად. 2015 წელს იგი აირჩიეს Giorgio Armani-ს შემოდგომა/ზამთრის კამპანიის სახედ. 2015 წლის სექტემბერში, models.com-ის მიერ დასახელდა „ტოპ 50 მოდელს“ შორის.2017 წელს, მოიგო წლის მოდელის ჯილდო models.com-ის ყოველწლიურ მკითხველთა არჩევანის დაჯილდოებაზე და გამოჩნდა ირინა შეიკთან, ჯულია ნობისთან, კაროლინ მერფისთან და რაკელ ციმერმანთან ერთად Alberta Ferretti-ს სარეკლამო კამპანიაში. იმავე წელს, იგი აირჩიეს Alexander McQueen-ის 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის კამპანიის ვარსკვლავად და გამოჩნდა ჯიჯი ჰადიდთან და ბელა ჰადიდთან ერთად Fendi-ს 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სარეკლამო კამპანიაში.

f427d4631dfdc536fc7211956014d04f-1773639540.jpggettyimages-2213611210-af90392d435b462ebacb8199a742c972-1773639540.jpgvittoria-ceretti-walks-runway-roberto-cavalli-fashion-show-milan-italy-february-vittoria-ceretti-walks-runway-247135725-1773639541.webpvc-vittoria-ceretti-by-oliver-hadlee-pearch-d-la-repubblica-september-6-2025-5-1773639541.webp2024-met-gala-vittoria-ceretti-1773639540.webp86f88f05db35-gettyimages-2244565255-1773639540.webp

რატომ იმალება ლეონარდო დი კაპრიო? მიზეზი დაავადებაც ყოფილა, პაპარაცებისგან დამალვის გარდა - ჰოლივუდის საუკეთესო უჩინმაჩინი
რატომ დარჩა უცოლოდ ლეონარდო დიკაპრიო და რატომ ფიქრობენ ფსიქოლოგები, რომ ეს დედამისის ბრალია