ბრუკლინ ბექჰემმა დედის დღე ვიქტორიას ნაცვლად, სიდედრს მიულოცა - შერიგების ნიშნები ჯერ არ ჩანს - მშობლები

ბრუკლინ ბექჰემმა დედის დღე ვიქტორიას ნაცვლად, სიდედრს მიულოცა - შერიგების ნიშნები ჯერ არ ჩანს

2026-03-17 10:57:17+04:00

ბექჰემების ოჯახში ურთიერთობები კვლავ დაძაბული რჩება. საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა მათი უფროსი შვილი - ბრუკლინ ბექჰემი, რომელმაც დედის დღე დედას, ვიქტორია ბექჰემს, საჯაროდ არ მიულოცა და ამის ნაცვლად თბილი სიტყვები მეუღლის დედას - კლაუდია პელტცს მიუძღვნა.

მიზეზი მისი პოსტი, გახდა რომელიც კლაუდია პელტცის დაბადების დღეს დაემთხვა. 71 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრუკლინმა სოციალურ ქსელში მეუღლისა და მისი დედის ფოტო გამოაქვეყნა და თან ემოციური ტექსტი დაურთო:

„გილოცავ დაბადების დღეს საუკეთესო სიდედრს. ძალიან მიყვარხარ და იმედია, საოცარი დღე გქონდა.“

ამ პოსტმა მალევე გამოიწვია საზოგადოების რეაქცია, რადგან ის ბრიტანეთში დედის დღის შემდეგ გამოჩნდა — 15 მარტს ბრუკლინს დედა საერთოდ არ უხსენებია. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ეს ფაქტი, რადგან პარალელურად მან სიდედრს საჯაროდ მიულოცა.

900x1200-1-4ed598c0ed82eeee89c126954fc60b97960x1280-0xfity6zp1-9313438877645451053-1773730948.jpg.webp

თუმცა, ვიქტორია ბექჰემი უყურადღებოდ არ დარჩენილა — მას თბილი მილოცვები მეუღლისგან, დევიდ ბექჰემისგან, და მათი სხვა შვილებისგან — რომეოს, კრუზისა და ჰარპერისგან — მიიღო. მხოლოდ უფროსი შვილი ინარჩუნებდა დუმილს, რაც ბევრმა ოჯახური კონფლიქტის კიდევ ერთ მტკიცებულებად აღიქვა.

ბრუკლინსა და მის ოჯახს შორის უთანხმოება უკვე რამდენიმე წელია აქტიურად განიხილება. წლის დასაწყისში ბრუკლინმა სოციალურ ქსელში მკვეთრი განცხადებაც გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ პირველად ცდილობს საკუთარი საზღვრების დაცვას. მისი თქმით, წლების განმავლობაში მშობლები აკონტროლებდნენ, როგორ ვრცელდებოდა ინფორმაცია ოჯახის შესახებ მედიაში და როგორ იქმნებოდა მათი იდეალური საჯარო იმიჯი.

ასევე, ბრუკლინი მიანიშნებდა, რომ მშობლები ერეოდნენ მის ურთიერთობაში ნიკოლა პელტცთან, რომელთანაც 2019 წლიდან არის ერთად. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი მათი ქორწილის წინ მოხდა — ბრუკლინის თქმით, ვიქტორია ბექჰემმა ბოლო მომენტში უარი თქვა პატარძლის კაბის შექმნაზე, რის გამოც ნიკოლას სხვა ვარიანტის მოძებნა მოუწია.

1073x1200-1-1ed4d2befe69e8719e7846fe1483fcdd1144x1280-0xe34g3stp-4051549011154622028-1773730963.jpg.webp

კიდევ ერთი დაძაბული მომენტი მათი ქორწილის დღეს, 2022 წლის აპრილში დაფიქსირდა. ბრუკლინის განცხადებით, ცერემონიაზე მომხდარმა ერთმა სიტუაციამ მათი პირველი ცეკვა გააფუჭა, რადგან ყურადღება ვიქტორიამ საკუთარ თავზე გადაიტანა.

დაძაბულობა სოციალურ ქსელებშიც იგრძნობა. ცოტა ხნის წინ ბრუკლინის მშობლებმა მას საჯაროდ მიულოცეს დაბადების დღე, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ბრუკლინი მათ სთხოვდა, პირადი საკითხები ონლაინ არ გაესაჯაროებინათ. დევიდ ბექჰემმა შვილთან ერთად ძველი ფოტო გამოაქვეყნა და სიყვარულის სიტყვები დაურთო, ხოლო ვიქტორიამ ცალკე პოსტი მიუძღვნა.

თუმცა, თავად ბრუკლინმა არც ერთი მათგანი არ გააზიარა და საჯაროდ არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს. იმავე დღეს ნიკოლა პელტცმა მეუღლეს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო — ოთახი ოქროს ბუშტებით, ყვავილებითა და საჩუქრებით გააფორმა, ხოლო მაგიდაზე ვარდისფერი დონატებით გაკეთებული წარწერა ელოდა: „გილოცავ დაბადების დღეს, ბრუკლინ“.

1023x1102-0xovhczrkm-9964575756017701322-1773730983.jpg

ბრუკლინი აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ ასეთი სიურპრიზი ძალიან შთამბეჭდავი იყო. ნიკოლამ მას სურვილის ჩაფიქრება სთხოვა და უსურვა, რომ ყველა ოცნება აუსრულდეს.

ამ ფონზე, მისი უმცროსი ძმა, კრუზ ბექჰემი, მიანიშნებდა, რომ ოჯახში შერიგების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. პარიზში გასეირნებისას მან აღნიშნა, რომ სურს, დროთა განმავლობაში ურთიერთობა უფროს ძმასთან გამოსწორდეს.

ჯერჯერობით კი ბექჰემების ოჯახში სიტუაცია კვლავ დაძაბულია და, როგორც ჩანს, კონფლიქტი დასრულებისგან ჯერ შორს არის.

ნიკოლა პელცმა საჯაროდ დაამცირა ვიქტორია და დევიდ ბექჰემები - ბრუკლინის დაბადების დღემ უსკანდალოდ ვერ ჩაიარა
ბექჰემების ოჯახურ დრამაში ნიკოლა პელტცის მილიარდერი მამაც ჩაერთო - რა განუცხადა მან ჟურნალისტებს