რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი, მანანა მგალობლიშვილი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი სადილი და რატომაა აუცილებელი ცხიმის მიღება:
- ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ თუ წონის კლებაზე ვსაუბრობთ, სადილი ბოსტნეულით უნდა დავიწყოთ. ადამიანებს ყოველთვის ვურჩევ, როდესაც სუფრასთან დასხდებიან, პირველ რიგში, ბოსტნეული მიირთვან. კუჭიც შეივსება, რომ მერე ბევრი საკვების მიღება არ მოგვივიდეს. თავისთავად, ყველამ ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ნახშირწყლები არ ვარგა.
ჯანსაღი ცხიმები აუცილებელია. ქალისა და მამაკაცის ჰორმონები ცხიმებისაგან წარმოიქმნება. ცხიმი მთავარი საშენი მასალაა. თუ საერთოდ არ იღებს ადამიანი ცხიმებს, ჰორმონები ვერ გამომუშავდება, ფაქტობრივად, დეფიციტშია და შემდეგ სხვადასხვა დარღვევა იჩენს თავს. ქალებს, ძირითადად, მენსტრუაცია არ აქვთ და ამ ჩივილით მოდიან.
ჯანსაღი სადილი 3 ინგრედიენტისაგან შედგება: ეს არის ცილები, რომელიც ხორცეულში, თევზშია. ასევე მცენარეული ცილა - ეს არის ლობიო, პარკოსნები...
მეორე ნაწილი ნახშირწყლებია, მაგალითად, წიწიბურას სახით.
მესამე კომპონენტი კი ცოცხალი ბოსტნეულია.
ნახეთ გადაცემა სრულად: