პიროვნული ზრდის ტრენერი, ნუგზარ ძიძიგური, გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რა ზიანს აყენებენ ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი შრომა, სამსახურის საქმეების გადაჭარბებულად შესრულება უყვართ, როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახის წევრებს:
- შრომა კარგია, მაგრამ ვისაუბროთ, რატომ არის ზედმეტი საზიანო. ჯერ ფიზიკურად, ემოციური გამოწვევა ხდება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი ხშირად აქედან მოდის. ადამიანი თავს იკლავს, ასე რომ ვთქვათ. ყველაზე მთავარი - ასეთი ადამიანი ზიანს აყენებს გარემოსაც და ოჯახის წევრებსაც. ბავშვები დიდ ზიანს იღებენ.
მაგალითად, ვორკოჰოლიკი სახლში მოვიდა, ამოწმებს მეილებს, ის ისევ სამსახურშია. ფიზიკურად ოჯახის წევრებთან, თავის შვილებთანაა, მაგრამ შინაგანად არ არის. ბავშვებს ასეთი აღქმა აქვთ, რომ დედა მათთან თან არის და თან - არა. ისინი იწყებენ ნერვიულობას, შფოთავენ, მარტოსულობის შეგრძნება აქვთ და პრობლემები აქედან ყალიბდება. ერთ-ერთი მთავარი ემოციური კავშირის არქონაა.