"დედაჩემმა მოღალატე ქმრის გამო წამლები დალია... ქმარი მძიმეებს აწევინებდა, რომ მუცელი მოშლოდა" - ოდრი ჰეპბერნის შვილის მოულოდნელი აღიარება - მშობლები

"დედაჩემმა მოღალატე ქმრის გამო წამლები დალია... ქმარი მძიმეებს აწევინებდა, რომ მუცელი მოშლოდა" - ოდრი ჰეპბერნის შვილის მოულოდნელი აღიარება

2026-03-29 16:09:23+04:00

მსოფლიო კინოს ლეგენდა, ოდრი ჰეპბერნი, რომელიც ეკრანზე ყოველთვის თავდაჯერებული და ელეგანტური ჩანდა, პირად ცხოვრებაში დაუცველი და მუდმივად მიტოვების შიშით შეპყრობილი ქალი იყო. მისი ვაჟი, შონ ჰეპბერნ ფერერი, წიგნში „Intimate Audrey“ (ინტიმური ოდრი) საზარელ საიდუმლოს ახდენს ფარდას: „დედაჩემმა, ოდრი ჰეპბერნმა, მოღალატე ქმრის გამო სასოწარკვეთილმა წამლის ზედმეტი დოზა მიიღო“ — ეს ფრაზა შონის მოგონებებში ყველაზე მტკივნეული მომენტის აღწერაა.

წარმოიდგინეთ სცენა: ოდრი ჰეპბერნი, ელეგანტურობის სიმბოლო, მორიგი მოგზაურობიდან ბრუნდება. მისი ერთგული მოსამსახურე, ჯოვანა, აკანკალებული ხმით სთხოვს საძინებელში განმარტოებას. იქვე, ოდრის საწოლზე ჩამომსხდარი ქალები საზარელ სიმართლეს ისმენენ.

"ვეღარ ვძლებ, სენიორა... როცა თქვენ აქ არ ხართ, მას ქალები მოჰყავს. ამ საწოლში აწვენს... ჩვენ კი მათ საუზმეს აქ, თქვენს ლოგინში მივართმევთ ხოლმე,“ - ატირდა ჯოვანა.

ოდრი გაფითრდა. მისი ერთადერთი კითხვა იყო: „როდის?“ პასუხი კი კიდევ უფრო მწარე აღმოჩნდა - ეს ხდებოდა ყოველთვის, როცა ის სახლიდან გადიოდა. ოდრი ფანჯარასთან მივიდა, აკანკალებული ხელით სიგარეტს მოუკიდა და მხოლოდ ეს თქვა: "მადლობა, ჯოვანა. შენ სწორად მოიქეცი“. სწორედ ამ დღიდან მისი მეორე ქორწინება ნამდვილ კოშმარად იქცა.

ბავშვობის ტრავმა, რომელიც ლანდად სდევდა

რატომ ითმენდა მსოფლიოში ყველაზე სასურველი ქალი ასეთ დამცირებას? პასუხი მის წარსულშია. 6 წლის იყო, როცა მამამ, ჯოზეფ რუსტონმა, ოჯახი მიატოვა. ოდრი ამბობდა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების „ყველაზე ტრავმული მოვლენა“. ის მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად ეძებდა მამას და მუდმივად ეშინოდა, რომ კაცები მიატოვებდნენ. სწორედ ამ შიშის გამო, ის ხშირად ხდებოდა ტირანი და მოღალატე მამაკაცების მსხვერპლი. განაგრძეთ კითხვა

როგორები არიან და რას საქმიანობენ ოდრი ჰეპბერნის, ალენ დელონის, გრეის კელის და სხვა ცნობილი ვარსკვლავების შვილიშვილები
ვინ არიან ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილები და ჰგვანან თუ არა მას
თვალები რომ ლამაზი გქონდეთ, ადამიანებში მხოლოდ კარგი ეძებეთ - ლეგენდარული ოდრის ტრაგიკული ცხოვრება და სიკეთით სავსე გული