ელექტროენერგიის საფასური 5 თეთრით იზრდება - მშობლები

ელექტროენერგიის საფასური 5 თეთრით იზრდება

2026-03-30 13:02:14+04:00
დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.

დენის ტარიფი რეგიონებშიც 5 თეთრით ძვირდება. იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.

მთავრობა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფთა გადამოწმებას იწყებს - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?
რომელ ოჯახებზე გასცემს თბილისის მერია ერთჯერადად 500 ლარს - 2026 წლის სოციალური პროგრამის დეტალები