რამდენი სული ხართ ოჯახში და რამდენი ადამიანია თქვენს მისამართზე რეგისტრირებული - სად მოგთხოვენ ამ მონაცემებს და რა დაგიჯდებათ - მშობლები

რამდენი სული ხართ ოჯახში და რამდენი ადამიანია თქვენს მისამართზე რეგისტრირებული - სად მოგთხოვენ ამ მონაცემებს და რა დაგიჯდებათ

2026-03-30 13:11:54+04:00

რამდენი სული ხართ ოჯახში, ანუ რამდენი ადამიანია თქვენს მისამართზე რეგისტრირებული - ეს მონაცემები ზოგჯერ ოფიციალური ცნობით უნდა დამოწმდეს და ეს ცნობა ბევრ რამეში შეიძლება დაგჭირდეთ. ამ დოკუმენტსსულადობის ცნობა ეწოდება, რომელიც ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ იძლევა ინფორმაციას.

სულადობის ცნობა შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა შემთხვევებში, მაგალითად:

  • სოციალური დახმარებები და შეღავათები – თუ გსურთ სოციალური დახმარების მიღება, სახელმწიფოს ან სხვა დაწესებულებებს შეიძლება დასჭირდეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ოჯახში მცხოვრებთა რაოდენობას.
  • გადასახადები და სუბსიდიები – კომუნალური სერვისების შეღავათიანი ტარიფების მიღებისთვის (მაგალითად, გაზის, ელექტროენერგიის, წყლის გადასახადი), საჭიროა ცნობა სულადობის შესახებ.
  • სასკოლო და საბავშვო ბაღის რეგისტრაცია – ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება ან საბავშვო ბაღი ითხოვს ამ დოკუმენტს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არის შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
  • სამხედრო ვალდებულებები – შეიძლება დაგჭირდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ან გათავისუფლების პროცესში, მაგალითად, თუ ოჯახში ერთადერთი შრომისუნარიანი პირი ხარ.

ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მისაღებად განცხადების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს.

დაინტერესებულმა პირმა სულადობის ცნობის მისაღებად ელექტრონულად უნდა შეავსოს განაცხადი ვებგვერდზე – sda.gov.ge, ან განცხადება უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან მობილურ იუსტიციის სახლში.

ცნობის გაცემის ვადა და საფასური:

  • მე-10 სამუშაო დღეს - უფასო
  • მე-5 სამუშაო დღეს - 5 ლარი
  • მე-2 სამუშაო დღეს - 10 ლარი
  • იმავე დღეს - 15 ლარი

ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.

რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ გამგზავრება პასპორტის გარეშე, პირადობის ელექტრონული მოწმობით და რა შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები პირადობის მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის აღნიშვნით - დეტალები
რა შემთხვევაში უნდა შეცვალოთ აუცილებლად პირადობის მოწმობა, რა ღირს მომსახურება და ვისთვის არის უფასო