აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა, ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გადარჩა. გოგონას გამოწერის შემდეგ კიდევ დასჭირდა ოპერაცია ხერხემალზე. ის სასწაულებრივად გადაურჩა უმძიმეს ავარიას, რომელსაც მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო შეეწირა. ლიკას დიდხანს არ უმხელდნენ მეუღლის გარდაცვალების ამბავს.
წყვილი ახალდაქორწინებული იყო. მათი ქორწილის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა..


ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ლიკუნა ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა. როგორც ანონსიდან ვგებულობთ, ის ფიზიკურად უკეთ გრძნობს თავს, თუმცა დღემდე უჭირს უმძიმეს ამბავთან შეგუება:
- თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო... ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო, ლიკას მიმიხედეთო, უთქვამს... ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, რომ ტოვებ ამ სამყაროს, და კიდევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ... ყველა ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა, ისე მძიმედ ვყოფილვარ...
ლიკუნა, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, და მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა... სულის ტკივილამდე, როგორც შეიძლება ადამიანი მოგენატროს, მაგ დონეზე მენატრება...