რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანელიმილიარდერი და Crocus Group-ის მფლობელი, არაზ აგალაროვი, რომელიც 40-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს გაშორდა და 26 წლის ალიონა ივანოვაზე დაქორწინდა, ახალ ოჯახს არ მალავს. წყვილის ერთობლივი ფოტო, რომელსაც უკვე შვილებიც ჰყავს, ინტერნეტში გავრცელდა.
70 წლის არაზ აგალაროვი და მისი მეუღლე, რომელიც მასზე 44 წლით უმცროსია, ბაქოში Dream Fest ფესტივალზე ერთად შენიშნეს. ისინი ერთმანეთის გვერდით, ერთ მაგიდასთან ისხდნენ. Starhit-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ალიონას ბიჭუნა უჭირავს ხელში - სავარაუდოდ, წყვილის ვაჟი. მათ გვერდით კიდევ ერთი ბავშვი ზის.

თუ ბავშვების ასაკს გამოვთვლით, მათი ურთიერთობა უკვე 5-6 წელს ითვლის, შესაბამისად, ალიონა 20 წლის იქნებოდა, როცა მილიარდერთან ურთიერთობა გააბა.
გუშინ გამოცხადდა, რომ Crocus Group-ის პრეზიდენტი და მფლობელი, მილიარდერი არაზ აგალაროვი, სარატოველ ივანოვაზე ოფიციალურად დაქორწინდა. მანამდე ის 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირინა აგალაროვზე იყო დაქორწინებული.




წყვილს ორი შვილი ჰყავს: ვაჟი, ემინი, რომელიც ბიზნესმენი და მომღერალია, ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე. და ქალიშვილი, შეილა, რომელიც მამის ახალ ცოლზე უფროსია.
აგალაროვებს განქორწინების შესახებ საჯაროდ არ გამოუცხადებიათ, თუმცა სამი წლის წინ ემინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი დედა და და შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ.
არაზ აგალაროვის ახალი ცოლის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მედიის ცნობით, ალიონა ივანოვა 1999 წლის მაისში სარატოვში დაიბადა. 2022 წელს ის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და ორი წლის შემდეგ ტექსტილის საცალო ვაჭრობის კომპანია გახსნა. ამჟამად ის კიდევ ორი კომპანიის დამფუძნებელი. ზუსტად უცნობია, როდის დაქორწინდა მილიარდერზე, მაგრამ ზოგიერთი ცნობით, მან ოფიციალურად გვარი აგალაროვად მიმდინარე წლის თებერვალში შეიცვალა.
ემინ აგალაროვი ოჯახურ ბიზნესშია ჩართული და Crocus Group-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. მას სამი შვილი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილ ლეილა ალიევასთან და ქალიშვილი მეორე ცოლთან, ალენა გავრილოვასთან.
