ცნობილი ექიმების - ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანისა და ოფთალმოლოგ გიორგი ჩიჩუას ქალიშვილ ლიზას საზოგადოება კარგად იცნობს. ლიზა ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა და წყვილი უკვე მესამე შვილს ელოდება. ლიზას გარდა ექიმების ოჯახში გაიზარდნენ მაშო და სანდრო.


სანდროს შესახებ წლების წინ იწერებოდა, რომ ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილ ანა ნაცვლიშვილს ხვდებოდა. ბოლო პერიოდში კი მის გვერდით ანასტასია რუსიაა, რომელსაც სულ ახლახან სანდრომ დაბადების დღეც მიულოცა და წყვილმა ერთობლივი ფოტოებიც გამოაქვეყნა.





ანასტასია ინფლუენსესერია. ბევრი გამომწერი ჰყავს და აქტიურია სოციალურ ქსელში.

შეყვარებული წყვილი ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს და ბევრ აღტაცებულ კომენტარსაც იმსახურებენ.
