ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილი სქესს ამხელენ - გოგოა თუ ბიჭი მომავალი პატარა? - მშობლები

ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილი სქესს ამხელენ - გოგოა თუ ბიჭი მომავალი პატარა?

2026-04-04 22:00:11+04:00

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილზე უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულია. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს - ანნა და ლილი.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მესამე შვილის მოლოდინში არიან, თუმცა, სქესის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

აი, სულ რამდენიმე წუთის წინ კი ჯანეტმა და ნოემ გაამხილეს, რომ მათ ოჯახს მალე მესამე გოგონა შეემატება.

ამჯერად, სქესის გაგების ცერემონია მასშტაბური და ხალხმრავალი არ ყოფილა, მხოლოდ ჟანეტი, ნოე და მათი გოგოები იღებდნენ მონაწილეობას, ყველა მათგანი ტკბილეულს მიირთმევდა, რომლის ჩაკბეჩის შემდეგ, შიგთავსის ფერით უნდა მიმხვდარიყვნენ მომავალი ბავშვის სქესს.

ვინაიდან, ვარდისფერი გული ჰქონდა ნუგბარს, ნათელი გახდა, რომ კიდევ ერთი გოგონას მშობლები გახდებიან ნოე და ჟანეტი.

ნოე მეხუთე შვილის მოლოდინშია. მას პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ლიზა და ალექსანდრე, ჯანეტთან კი გოგონები - ლილი და ანნა. ვნახოთ, რა სახელს შეურჩევს მესამე პატარას ვარსკვლავური წყვილი.

თეკლა ჟვანია

დღეს გიმხელთ ჩვენი მესამე სიხარულის ამბავს... მესამე შვილს ველოდებით - სიახლე ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახში (ვიდეო)
მთელი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს - ჯანეტ ქერდიყოშვილი
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველო, რუსული შოუბიზნესის დაპყრობის მცდელობა და დიდი ტრაგედია... - ამბები და ფოტოები მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის კარიერიდან