დღეს სოციალურ ქსელში ქართული საქორწილო გამოფენის - wedding exhibition-ის ჩვენებიდან ვირუსულად გავრცელდა ულამაზესი გოგონას კადრები, ქართული ტრადიციული, საზეიმო სამოსით. ვიდეოს უამრავი ნახვა, გაზიარება და ათასობით აღტაცებული კომენტარი ახლდა:
"ქართველ ქალზე ლამაზი, დახვეწილი, ელეგანტური, ძლიერი, ეშხიანი და ამავდროულად ნაზი არ არსებობს ქალი დედამიწაზე...","შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა" - როგორ უხდება ამ ულამაზეს გოგონას ნონეშვილის ლექსის ეს სტრიქონი...", "სიტყვები არ მყოფნის ამ სილამაზის აღსაწერად..." - წერდნენ ვიდეოს კომენტარებში.



გოგონა ვიდეოდან, ახალგაზრდა ქართველი მოდელი მარიამ სამხარაძეა, რომელიც ხშირად მონაწილეობს ჩვენებებში და წარმოადგენს ქართველ დიზაინერებს და ვიზაჟისტებს, მეიქ-აფ არტისტებს. მარიამი მართლაც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა.







