მოსწავლემ მასწავლებელი გამოცდაზე დაუშვებლობის გამო მოკლა... - შემთხვევა რუსეთში, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა - მშობლები

მოსწავლემ მასწავლებელი გამოცდაზე დაუშვებლობის გამო მოკლა... - შემთხვევა რუსეთში, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა

2026-04-08 10:38:02+04:00

​პერმის მხარეში მომხდარმა ტრაგედიამ არა მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები, არამედ მთელი საზოგადოება შეძრა. სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თითქმის 30-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი, ოლესია პეტროვნა ბაგუტა გახდა.

როგორც კოლეგები ამბობენ, მისთვის სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, მთელი ცხოვრების მთავარი საქმე იყო. ქალაქ დობრიანკას საშუალო სკოლაში ასწავლიდა და მოსწავლეებსა თუ კოლეგებში გულწრფელი პატივისცემით სარგებლობდა. მოსწავლეების თქმით, მისი ლიტერატურის გაკვეთილები არაფორმალური, ცოცხალი, დისკუსიებითა და დიალოგებით დატვირთული გახლდათ და მას მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა არასდროს უჭირდა.

656x438-1-4e0e532cee4ddd437f7e102ed14aee2f1200x800-0xakqva1tj-0581587868321590410-1775634357.jpg.webp

ყოფილი მოსწავლეები იხსენებენ, რომ იგი ყველას თავისი ენერგიით იზიდავდა. მას იმ ბავშვების დაინტერესებაც კი შეეძლო, რომლებიც საგნის მიმართ ინტერესს მანამდე საერთოდ არ იჩენდნენ. ოლესია პეტროვნა სიმკაცრესა და კეთილგანწყობას შორის ბალანსს ადვილად პოულობდა, რაშიც მას იუმორი და უშუალო ურთიერთობა ეხმარებოდა.

2018 წელს მისი პროფესიონალიზმი რაიონულ დონეზე აღიარეს - ოლესია პეტროვნამ საბაზო და უფროსი სკოლის პედაგოგთა ნომინაციაში კონკურსში "წლის მასწავლებელი" გაიმარჯვა. თუმცა, თავად აღნიშნავდა, რომ მისთვის მთავარ ჯილდოდ ყოველთვის მოსწავლეთა აღიარება რჩებოდა. საკუთარი შრომის ნამდვილ შეფასებად სწორედ მათ აზრს, ნდობასა და საგნისადმი ინტერესს მიიჩნევდა...

ტრაგედია​

7 აპრილს სკოლაში "ჯანმრთელობის დღე" იგეგმებოდა და ეზოში მოსწავლეები საერთო ვარჯიშისთვის უნდა შეკრებილიყვნენ. თუმცა, ჩვეულებრივი სასკოლო დილა ნამდვილ კოშმარად იქცა. ​ტელეგრამ-არხ "Shot"-ის ინფორმაციით, 17 წლის მოსწავლე, რომელიც მანამდე კლასში იყო ჩარჩენილი და სწავლაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თავის დამრიგებელს სკოლის კიბეებთან ჩაუსაფრდა. მოზარდი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ აკადემიური ჩამორჩენილობის მიზეზით სახელმწიფო გამოცდებზე არ დაუშვეს.

olesia-petrovna-2-1775630510.jpg

როდესაც ოლესია შენობას მიუახლოვდა, მოსწავლე მას მოულოდნელად დანით დაესხა თავს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ​მძიმე მდგომარეობაში მყოფი მასწავლებელი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი სიცოცხლისთვის ექიმები იბრძოდნენ, ადგილზე მულტიდისციპლინური გუნდით დაკომპლექტებული სანიტარული ავიაციის ბრიგადაც კი გაფრინდა. თუმცა, მედიკოსების დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - ქალი რეანიმაციაში გარდაიცვალა. ​

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ცნობილია, რომ მოზარდი მანამდე პოლიციაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა და აგრესიულ ქცევასაც ავლენდა - თანაკლასელები მის მრისხანების აფეთქებებზე, უცნაურ საქციელსა და სხვა მოსწავლეების მიმართ მუქარაზე ჩიოდნენ. ამასთანავე, სკოლაში მის ქცევას ხშირად ხუმრობად აღიქვამდნენ, რამაც, ბევრის აზრით, სიტუაციის სერიოზულობის სათანადო შეუფასებლობა გამოიწვია.

olesia-petrovna-4-1775630524.jpg
ოლესია პეტროვნა

​წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მოტივი პედაგოგისადმი პირადი მტრობა გახდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის გარემოებებში გარკვევას აგრძელებენ.

მასობრივი მკვლელობა რუსეთში მოზარდების წვეულებაზე - ბიჭი დათვრა და დანით დაესხა თავს თანატოლებს, შემდეგ სახლი ააფეთქა
თანატოლებმა 11 წლის ბიჭი ხის ფარდულში ჩაკეტეს და ალმოდებულ ნაგებობაში ბავშვი ცოცხლად დაიწვა... - შემთხვევა რუსეთში და დედის ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად