ყვავილები, რომელთა დარგვა აპრილში ჯობია - მზის და ჩრდილის მოყვარულები და ყველაზე ადვილად მოსავლელები - მშობლები

ყვავილები, რომელთა დარგვა აპრილში ჯობია - მზის და ჩრდილის მოყვარულები და ყველაზე ადვილად მოსავლელები

2026-04-13 18:25:18+04:00

ეზოსა და აგარაკისთვის სწორად შერჩეული მცენარეები არა მხოლოდ ლამაზ გარემოს ქმნის, არამედ მინიმალურ მოვლასაც მოითხოვს და ლამაზი ეზოსთვის მუდმივი შრომა არ მოგიწევთ. აპრილი კი მათ დასარგავად ყველაზე შესაფერისი თვეა.

გირჩევთ, რომელი ყვავილები ჯობს დარგოთ მზიან და რომელი — ჩრდილიან ადგილებში, რათა თქვენი ბაღი მთელი სეზონის განმავლობაში ლამაზი და მოვლილი იყოს.

რომელი ყვავილები დავრგოთ მზიან ადგილას

თუ თქვენი ნაკვეთი დღის განმავლობაში მუდმივად მზის ქვეშ არის, ჩრდილის მოყვარული მცენარეები იქ ვერ გაძლებენ. ასეთ შემთხვევაში უნდა აირჩიოთ მზის მოყვარული და გვალვაგამძლე ყვავილები.

როგორ მივხვდეთ, რომ მცენარეებს ზედმეტი მზე აწუხებთ?

  • ფოთლებზე ჩნდება გამხმარი ლაქები
  • მცენარეები ცუდად იზრდება და ხშირად ხმება

ამიტომ ასეთ პირობებში საუკეთესოა შემდეგი ყვავილები:

თავთავიანი ვერონიკა

veronika-1776090537.jpg

მზეს კარგად იტანს და მხოლოდ გვალვის დროს სჭირდება მორწყვა. აპრილიდან ივნისამდე ყვავის და მოვლა თითქმის არ სჭირდება.

ექინაცეა

ყვავის ზაფხულიდან შემოდგომამდე. ზედმეტ წყალს არ უყვარს და ძალიან უპრეტენზიოა.

ekinacea-1776090573.jpg

მზესუმზირა

სრულიად მზის მცენარეა — ყოველთვის მზისკენ ბრუნავს. დარგვა უმჯობესია აპრილის ბოლოს ან მაისში. საჭიროებს მორწყვას და პერიოდულ გამოკვებას.

mzesumzira-1776090621.jpg

ცინია

ძალიან ფერადი და დეკორატიული ყვავილია. ჩრდილში სუსტდება, ამიტომ აუცილებლად მზეზე უნდა დარგოთ.

ciniaa-1776090792.jpg

წითელი ვალერიანა

გვალვაგამძლეა, უყვარს მზე და არ იტანს ზედმეტ ტენს. მთელი ზაფხული ყვავის.

valeriana-1776090829.jpg

ლისიმაქია

მზეზე ყოფნა შეუძლია დღეში 8–10 საათიც. ყვავის ივნისიდან ყინვებამდე. ზომიერი მორწყვა სჭირდება.

lisimakia-1776091012.jpg

გაილარდია

მზიანი, ნათელი ფერების მრავალწლოვანი ყვავილია. კვირაში ერთხელ მორწყვაც საკმარისია.

gailardia-1776091057.jpg

ირისი (ზამბახი)

უყვარს მზე, მაგრამ ზედმეტი ტენი არა. კვირაში 1–2-ჯერ მორწყვა საკმარისია.

675x1068-0x3fhs9y8n-6408364504472484714-1776091190.jpg

ბეგქონდარა

დეკორატიულიცაა და კულინარიაშიც გამოიყენება. ჩრდილს ვერ იტანს და გვალვაგამძლეა.

begkondara-1776091247.webp

პორტულაკი

თბომოყვარული მცენარეა, რომელიც მხოლოდ კარგად გათბობილ ნიადაგში უნდა დაირგოს.

portulaki-1776091357.jpg

რომელი ყვავილები დავრგოთ ჩრდილში

თუ თქვენი ეზო ნახევრად ან სრულ ჩრდილშია, ასეთ ადგილებში ნიადაგიც უფრო ტენიანია, ამიტომ საჭიროა ტენგამძლე მცენარეები.

ასტილბა

უყვარს ტენიანი ნიადაგი და რეგულარული მორწყვა. ყვავის ივნის–ივლისში.

astilba-1776091403.jpg

ბალზამინი

ჩრდილის მოყვარული მცენარეა, რომელსაც ხშირი მორწყვა სჭირდება. ქოთნებშიც კარგად იზრდება.

balzamini-1776091433.jpg

ლისიმაქია

ნახევრად ჩრდილში საუკეთესოდ გრძნობს თავს. უყვარს ტენი და მინიმალურ მოვლას საჭიროებს.

lisimakia1-1776091512.jpg

ჰორტენზია

ძალიან პოპულარული ბუჩქოვანი მცენარეა. უყვარს ნახევარი ჩრდილი და ტენიანი ნიადაგი.

hortenzia-1776091538.jpg

დიცენტრა

უჩვეულო ფორმის ყვავილებით გამოირჩევა. ჩრდილში და ტენიან ნიადაგში კარგად იზრდება.

736x1051-0xjxd5l0sj-8578524435764607738-1776091562.jpg

მირაბილისი

საღამოს ყვავილობს და სასიამოვნო სურნელი აქვს. ჩრდილსა და ნოყიერ ნიადაგს ამჯობინებს.

mirabilisi-1776091585.jpg

პრიმულა

დაბალი, ფერადი მცენარეა, რომელიც პირდაპირ მზეს ვერ იტანს. იდეალურია ჩრდილოვანი ადგილებისთვის.

primula-1776091722.jpg

როდოდენდრონი

ლამაზი ბუჩქია, რომელსაც მჟავე ნიადაგი და ნახევარი ჩრდილი სჭირდება.

rododendroni-1776091755.jpg

ფუქსია

ძალიან ეფექტური ყვავილია, რომელიც ნახევარ ჩრდილს და ზომიერ მორწყვას მოითხოვს.

fuqsia-1776091779.jpg

ჰოსტა

ჩრდილის ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა. უყვარს ტენიანი და ნოყიერი ნიადაგი.

hosta-1776091812.jpg

რომელი მცენარეები უნდა იყოს იმ ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს? - სია სპეციალისტებისგან
მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ