შვილების თხოვნით, ბრიტნი სპირსი ნებაყოფლობით დაწვა სარეაბილიტაციო ცენტრში მას შემდეგ, რაც კვლავ „ფსკერს მიაღწია“ - მშობლები

შვილების თხოვნით, ბრიტნი სპირსი ნებაყოფლობით დაწვა სარეაბილიტაციო ცენტრში მას შემდეგ, რაც კვლავ „ფსკერს მიაღწია“

2026-04-14 09:24:21+04:00

ბრიტნი სპირსი ნებაყოფლობით დაწვა სარეაბილიტაციო ცენტრში. მომღერალმა მკურნალობა ცოტა ხნის წინ მორიგი დაპატიმრების შემდეგ დაიწყო - ვარსკვლავი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას დაიჭირეს. დაკავების შემდეგ მან აღიარა, რომ სერიოზული პრობლემები აქვს და დახმარება სჭირდება.

ოჯახმა ის დაარწმუნა, რომ „ფსკერს მიაღწია“, ამიტომ პოპ-პრინცესა კვლავ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა.

„ბრიტნი სპირსი ნებაყოფლობით მიმართა სამკურნალო დაწესებულებას და დახმარება დამოუკიდებლად ითხოვა“, - ამბობენ მასთან დაახლოებულები პირები.

6ysan56grh2l8kplvduazmew4fiy1dts-1776145690.jpg426x648-0xufgjlotu-1906393168121925069-1776145691.jpg

2026 წლის 4 მარტს ამერიკელი მომღერალი პოლიციელებმა გააჩერეს და ის არაფხიზელი მართავდა მანქანას, ფაქტობრივად, ძლივს იმორჩილებდა ავტომობილს.

ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ინსაიდერები აცხადებენ, რომ სპირსი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. BMW საბოლოოდ ჩამოართვეს და მანქანაში რამდენიმე ნივთიერებაც აღმოაჩინეს, თუმცა ტესტირებით ჯერ არ დადგენილა, თუ რა იყო ეს ზუსტად.

ინციდენტის შემდეგ, ბრიტნი სპირსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ძალიან ნანობს მომხდარს.

„ეს სამწუხარო და სრულიად უპატიებელი ინციდენტი იყო. ბრიტნი სწორ ნაბიჯებს გადადგამს და კანონს დაიცავს. იმედი მაქვს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიტნის ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებებისკენ. იმედი მაქვს, ის მიიღებს დახმარებას და მხარდაჭერას, რაც მას ამ რთულ პერიოდში სჭირდება. მისი ვაჟები მასთან ერთად გაატარებენ დროს.“ „მისი ახლობლები შეიმუშავებენ დიდი ხნის საჭრო გეგმას მისი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა მისმა აგენტმა.

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის ინციდენტის შემდეგ, მომღერალმა 24 საათი ციხეში გაატარა. მეორე დღეს გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლო პროცესი ელოდება. ის 4 მაისს გაიმართება და ჩვენებას მისცემს. დაპატიმრების შემდეგ, მისმა ოჯახმა (ძირითადად - შვილებმა) როგორღაც მოახერხა სპირსის დარწმუნება, რომ სიტუაცია აღარ შეიძლებოდა ისე დარჩენილიყო, როგორც იყო.

2585x4637-0xcgkz7z82-6158368113692504279-1776145691.jpg72pccemjxjze1-1776145691.jpeg

12 აპრილს, ის ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს, სადაც ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ახალგაზრდობაში დაიწყო. დიდების პიკზე ის ვერ გაუმკლავდა ვარსკვლავობას და მის თანმდევ გვერდით ეფექტებს; ამას ემატებოდა მამის ზედმეტი მეურვეობა, საბედისწერო სიყვარული, აბორტი, შემდეგ უიღბლო ქორწინება და ა.შ. ამ ყველაფერმა ბრიტნი მთლიანად მოშალა, თანდათანობით, დამოკიდებულებამ მოიცვა და უცნაურად დაიწყო ქცევა.

4lzthak-image-crop-135349-1776145690.webp

2000-იანი წლების შუა პერიოდისთვის მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მისი შიშველი ფოტოები, რასაც მოჰყვა რეაბილიტაციის პერიოდი, ხოლო 2008 წელს სასამართლომ ნაწილობრივ ქმედუუნაროდ გამოაცხადა. მასზე მეურვეობა კვლავ მამამისმა აიღო.

2021 წელს, როდესაც ბრიტნი გონს მოვიდა, მეურვეობა მოეხსნა, მაგრამ მისი სტაბილური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.

მორიგი სკანდალის შემდეგ, ბრიტნი სპირსი 19 წლის ვაჟთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - შვილებმა გადაწყვიტეს, მხარში ამოუდგნენ და გადაალახინონ კრიზისი
11 წლის შვილს აიძულებდა, მასთან ერთად ებანავა და ბავშვებთან შიშველი დადიოდა... - ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმრის სკანდალური აღიარება ახალ მემუარებში და ახალი დეტალები
ბრიტნი სპირსის სახლში სრული ანტისანიტარიაა, იატაკზე ძაღლების მოსაქმებულიც ყრია - მომღერლის ახალმა ვიდეომ გამომწერები შიკში ჩააგდო