აღდგომის მეორე დღე განსაკუთრებულად უხვი ნალექით გამოირჩეოდა საქართველოში. მთიან და მაღალმთიან ზონაში დიდმა თოვლმა შექმნა პრობლემები, კახეთსა და კოლხეთის დაბლობზე წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, რომელმაც მდინარეების ადიდება გამოიწვია. არის თუ არა წელს აპრილი უჩვეულოდ ცივი და თუროგორი ამინდებია მოსალოდნელი მიმდინარე კვირაში, სინოპტიკოსი - თამარ პაპაშვილიგაგვაცნობს:
- ასეთი ნალექიანი და ცივი კვირის შემდეგ მთელ საქართველოში გამოიდარებს. მიმდინარე კვირაში, დღევანდელი, 14 აპრილი ბოლო დღეა ასეთი ნალექიანი დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან გამოიდარა, უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, თუმცა ქარიანი დღე იქნება.
ხვალიდან ქარი შესუსტდება, უფრო ზომიერი სახის იქნება. 19 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი მთელი საქართველოს მასშტაბით. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-24 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში 19-21 გრადუსის ფარგლებში. ქარი ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში 19 აპრილამდე აღარ იქნება.