2022 წელს ჟერარ პიკესთან საკამათო დაშორების შემდეგ, შაკირა საკმაოდ დიდხანს იყო ცუდად - იტანჯებოდა დეპრესიით და ხშირად საუბრობდა ამ საშინელ გამოცდილებაზე. თუმცა შემდეგ გონს მოვიდა, თავის ვაჟებთან, მილანთან და საშასთან ერთად მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, გააქტიურდა კარიერულად და ნამდვილი შემოქმედებით აღმავლობა აქვს.

ცოტა ხნის წინ კი დაადასტურა, რომ პირად ცხოვრებაშიც აქვს სიახლეები.
2026 წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია შაკირასა და მსახიობ ლუსიენ ლავისკონტის რომანის შესახებ. ცოტა ხნის წინ მომღერალმა ოფიციალურად დაადასტურა ეს ურთიერთობა. გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან ამ მოულოდნელი ამბით.

33 წლის ბრიტანელი მსახიობი ლუსიენ ლავისკონტი ცნობილია სერიალში „ემილი პარიზში“ შესრულებული როლით.
როგორც ამბობენ, წყვილი ერთმანეთს 2024 წელს, „Puntería“-ს მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. მათ 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ერთად თავს კარგად გრძნობენ.

