ბავშვისთვის სახელის შერჩევა დიდი პასუხისმგებლობაა. როგორც წესი, მშობლები შვილს სახელს ერთად ურჩევენ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის სახელს მხოლოდ ერთი მშობელი არჩევს და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს - არქმევს საკუთარი დედის, მამის პატივსაცემად და მეუღლის სურვილს არ ითვალისწინებს. სოციალურ ქსელში არაერთმა დედამ დაწერა, რომ სანამ თავად სამშობიაროში იწვა, ბავშვს სახელი მამამ დაარქვა ისე, რომ ცოლს არც შეთანხმებია. სინამდვილეშ მართლაც შესაძლებელია თუ არა, ერთმა მშობელმა მეორისგან ფარულად დაარქვას შვილს სახელი?
ეს საკითხი ხშირად მშობელთა შორის კამათისა და დაპირისპირების მიზეზია. გთავაზობთ რამდენიმე დედის კომენტარს, თუ თავად როგორ შეარჩიეს საკუთარი შვილის სახელი და ამ პროცესში რა დაბრკოლებები შეხვდათ:
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, მათთან დაბადების აქტი მას შემდეგ რეგისტრირდება, რაც სამშობიაროდან გადაგზავნილ მონაცემებს მიიღებენ.
"როდესაც ბავშვი იბადება და სამშობიაროდან იგზავნება შეტყობინება, ორივე მშობელი აფიქსირებს თანხმობას ბავშვის სახელთან და გვართან დაკავშირებით. მონაცემები ბავშვის სახელთან, გვართან, რეგისტრაციის ადგილთან დაკავშირებით სამშობიაროში ივსება, შემდგომ ჩვენთან იგზავნება და იქ მითითებული მონაცემების საფუძველზე, დაბადების აქტი რეგისტრირდება. სამშობიაროში ორივე მშობელმა უნდა დაადასტუროს მონაცემების სიზუსტე", - გვითხრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
თუ მშობლები სახელზე ვერ თანხმდებიან, შეუძლიათ, სასამართლოში იდავონ.
საკითხი რამდენიმე სამშობიაროში დავაზუსტეთ, სადაც აღნიშნეს, რომ ბავშვისთვის სახელის შერჩევისას ორივე მშობლის თანხმობაა აუცილებელი. მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მხოლოდ ამის შემდეგ იგზავნება. სამშობიაროში კი მშობლების პირადობის მოწმობები და ქორწინების მოწმობაა (არსებობის შემთხვევაში) წარსადგენი. თუმცა, დედების ნათქვამიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სამშობიაროებში ეს წესი ყველაგან არ სრულდება.
გარდა ამისა, ბავშვის სახელისა და გვარის შეცვლა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. თუმცა, ამ პროცესს სხვადასხვა წინაპირობა აქვს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ამასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაციაა.
სახელის ან/და გვარის შეცვლის შემდეგ პირს ეცვლება მონაცემი (სახელი ან/და გვარი), ხოლო დაბადების რეგისტრაციისას მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი უცვლელი რჩება.
სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით მოქალაქემ შეიძლება მიმართოს იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირისსურვილისამებრ.
თუ არასრულწლოვანი ხართ, სახელის ან გვარის შეცვლა ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეგიძლიათ. ორივე მშობლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ 16 წელს მიღწეული პირის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე, როცა მეორე მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებად.
სრულწლოვან პირს კი დამოუკიდებლად, მშობლების თანხმობის გარეშე, შეუძლია, გადაწყვეტილება, მიიღოს.
იმშემთხვევაში,თუსახელისან/დაგვარისშეცვლისრეგისტრაციახორციელდებამინდობილიპირისდახმარებით,დამატებითწარმოსადგენიდოკუმენტებია:
შენიშვნა:გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების განხილვის დროს საჭიროა ზეპირი მოსმენის ჩატარება. განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.
60 კალენდარული დღე – 75 ლარი.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.
ის, რომ ბავშვისთვის სახელის შერჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეა, არაერთხელ აღუნიშნავთ ფსიქოლოგებს, რადგანაც არასწორად შერჩეულმა სახელმა შესაძლოა, არასრულწლოვანს დიდი ტკივილი და თვითშეფასების პრობლემები მოუტანოს. ამ თემაზე ბავშვთა ფსიქოლოგთან, ირმა ფეიქრიშვილთან, ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. ინტერვიუდან ფრაგმენტს გაგიზიარებთ:
"ადამიანისთვის სახელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი საშუალებით ვამყარებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას. სწორედ ამიტომ, სახელის შერჩევისას ყურადღებით უნდა ვიყოთ, ბავშვს უნდა მოსწონდეს ის, რაც ჰქვია და ამაზე პატარაობიდანვე უნდა ვესაუბროთ. შვილებისთვის უცნაური სახელების დარქმევით ხშირად მშობლები საკუთარი სტატუსის განმტკიცებას ცდილობენ, მაგრამ ბავშვებისთვის ზოგჯერ უცნაური სახელები ცოტა რთული ასატანია იმიტომ, რომ როდესაც მცირე ასაკში არიან ან უკვე მოზარდობის პერიოდში გადადიან, ყველასთან გათანაბრება სჭირდებათ. განცალკევება და განსხვავება კი ურთიერთობის დეფიციტს ჰქმნის. რაც უფრო მარტივად წარმოსათქმელია სახელი, მით უფრო ადვილია ადამიანთან კომუნიკაცია. საწყისი ნაბიჯები ზუსტად აქედან იწყება. როდესაც ბავშვს განსხვავებული სახელი აქვს, ეს ხშირად პრობლემას უქმნის, რადგან ხან არასწორად გამოთქვამენ და ითრგუნება ამის გამო, ხან სწორად გამოთქვამენ, მაგრამ რადგან უცნაურია, სასაცილო ხდება. მაგრამ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე მხარეცაა - როდესაც ბავშვს საკმაოდ კარგი თვითშეფასება აქვს, განსხვავებული სახელი განსაკუთრებულად მოსწონს და ამით თავადაც აკეთებს განაცხადს იმიტომ, რომ მშობლებმა მცირე ასაკიდან ინფორმაცია სწორად მიაწოდეს. მისთვის მისაღებიცაა და მარტივიც. ბავშვს საკუთარი სახელის გამო არასდროს უნდა ჰქონდეს დისკომფორტი. თუკი ის ამის გამო ნერვიულობს, სასურველია, რომ როგორც მას მოსწონს, შევუცვალოთ და დავუძახოთ ის, რაც სურს", - ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.
ინტერვიუ ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.