"E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია… ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატით პროცედურა მთელ სახეზე იყო ჩატარებული" - ბიძინა კულუმბეგოვი საგანგაშო ტენდენციაზე - მშობლები

"E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია… ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატით პროცედურა მთელ სახეზე იყო ჩატარებული" - ბიძინა კულუმბეგოვი საგანგაშო ტენდენციაზე

2026-04-15 10:41:52+04:00

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი და ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკაზე" E ვიტამინის გამოყენებისას შესაძლო გართულებებსა და უხარისხოდ შესრულებულ ესთეტიკურ პროცედურებზე საუბრობს:

- E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია. ეს, როგორც ლეღვის ნახარში, დაახლოებით, ასეთი სენია. ძირითადად, ახალგაზრდა გოგონები არიან. მშობლებიც მოჰყვებიან, ნერვიულობენ, ამბობენ: "ვუშლიდი, მაგრამ მაინც გაუკეთა ჩემმა მეზობელმა." ბოლოს რაც მახსენდება, ქართლიდან იყვნენ და ძალიან განიცდიდნენ. აგრესიული მკურნალობის გამოწერა გვჭირდება. ძირითადად, ჰორმონალური თერაპია, რომ შეშუპება გაქრეს. სწრაფი კლინიკური ეფექტი არ მიიღწევა არც ერთი სამკურნალო საშუალებით. ძალიან რთულად სამართავია. ამიტომ, ბუნებრივია, იმ კონკრეტულ ადამიანებს ვაფრთხილებთ, რომ მსგავსი რამ მეტჯერ არასოდეს გააკეთონ. საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ მსგავსი ტიპის პროცედურების ჩატარება სახიფათოა.

სულ რამდენიმე თვის წინ გვქონდა ორი შემთხვევა - ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატით, რომლებიც ძალიან რესპექტაბელურ ქალბატონებს ჰქონდათ, პროცედურა მთელ სახეზე იყო ჩატარებული. საშინელებაა, ვერ აგიხსნით მათი სახის დეფორმაციის მასშტაბს. რომ წარმოვადგენინეთ პრეპარატი, მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინარიაშია დაშვებული. ცხოველების მკურნალობაში რაღაც დანიშნულება აქვს... ამას ქალაქში არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ადამიანი აკეთებდა.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესთეტიკური პროცედურების ნორმალურად, მსოფლიოში მიღებული ნივთიერებების გამოყენებით, სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, სერიოზული ალერგიული რეაქციები მინიმალურია.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ადრენალინი ანაფილაქსიის დროს და რა სიახლეა ამ კუთხით მსოფლიოში - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა და გაფრთხილება პაციენტებს
„არ გვინდა, რომ პატივისცემა იყოს თქვენი შვილის დაბადების დღის გადახდა სადღაც პლასტმასის ბურთებში ჩაფლული ბავშვების ფოტოები, მინდა, რომ მინდორში წაიყვანოთ“ - ბიძინა კულუმბეგოვი