თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევების ფონზე, წიგნიერების პოპულარიზაცია და მოზარდებში ანალიტიკური აზროვნების განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ მიზნით, „ბიბლუსი“ ყოველკვირეულად წიგნის კითხვის საათს ატარებს. სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებში კითხვის ჩვევის დამკვიდრებას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში, „ბიბლუსი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს. ყოველ კვირას ფილიალებში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები იკრიბებიან და ასაკობრივ ლიტერატურას კითხულობენ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ბიბლუსის“ მიზანია კითხვის პროცესი აღქმული იყოს არა როგორც ვალდებულება, არამედ როგორც ახალგაზრდების საერთო ინტერესი და შეკრების მიზანი.
სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ სისტემატიური კითხვა საგრძნობლად აუმჯობესებს ლექსიკურ მარაგს, მეხსიერებასა და კრიტიკული აზროვნების უნარს, რაც თანამედროვე, ინფორმაციით გადატვირთულ ეპოქაში გადამწყვეტია მონაცემთა ფილტრაციისა და ანალიზისთვის. ლიტერატურულ ტექსტებთან მუშაობა ასევე ავითარებს ემპათიასა და ემოციურ ინტელექტს, რადგან მკითხველი განსხვავებულ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობას ეცნობა. გარდა ინტელექტუალური სარგებლისა, კითხვა აღიარებულია სტრესის შემცირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად, რომელიც უზრუნველყოფს გონებრივ კონცენტრაციას და ეხმარება ადამიანს ფოკუსირების უნარის შენარჩუნებაში.
წიგნის კითხვის საათი „ბიბლუსის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ნაწილია. წიგნიერების დონის ამაღლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან, რადგან განათლებული მომავალი თაობა წინსვლის საფუძველია.
„ბიბლუსის“ კითხვის საათს ყოველკვირეულად უფრო მეტი სკოლა და მოტივირებული ახალგაზრდა უერთდება. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ „ბიბლუსი“ გახლდათ ის კომპანია, რომელმაც წლების წინ წიგნის მაღაზიასთან ახალგაზრდების რიგი დააყენა და თითქმის ორი ათეული წელია საქართველოში წიგნისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას ეწევა.
R