საქართველოდან კვიპროსში გაშვილებულმა ბიჭმა დედა იპოვა: "ეს მოხ­და აღ­დგო­მის შემ­დეგ, რო­გორც ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი" - მშობლები

საქართველოდან კვიპროსში გაშვილებულმა ბიჭმა დედა იპოვა: "ეს მოხ­და აღ­დგო­მის შემ­დეგ, რო­გორც ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი"

2026-04-15 13:36:42+04:00

ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსული, გაყიდული ბავშვები და ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები ტკივილი - ეს ის მახინჯი რეალობაა, რომლის მსხვერპლიც 22 წლის კვიპროსელი სტუდენტი,პანაგიოტის სორუკლეც გახდა. ორი დღის წინ, ხუთწლიანი რთული და ემოციური ძიების შემდეგ, მან საკუთარი ბიოლოგიური მშობლები იპოვა.

გაყიდული ჩვილი და გაყალბებული საბუთები

პანაგიოტისის ისტორია კვიპროსზე დაიწყო, სადაც ის მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. მშობლებმა ადრეულ ასაკშივე უთხრეს, რომ ნაშვილები იყო.

"ყველა დოკუმენტი გაყალბებული იყო. ბიოლოგიური მშობლების სახელები, გვარები, პირადი ნომრები - სისტემაში მსგავსი ადამიანები საერთოდ არ არსებობდნენ", - ამბობდა პანაგიოტისი ძიების პროცესში.

გზა სამეგრელომდე და დნმ ტესტების სერია

პანაგიოტისის ძიების გზა საქართველოში ორგანიზაციასთან "ვეძებ“ ერთად დაიწყო და შემდეგ კი მაია ცქვიტაიასთან და ჯგუფთან "ვინ ვარ“ გაგრძელდა. ისინი წლების განმავლობაში დადიოდნენ დასავლეთ საქართველოში, აგროვებდნენ დნმ-ის ნიმუშებს სავარაუდო ნათესავებისგან და იკვლევდნენ არქივებს.

ძიება განსაკუთრებით გართულდა, როდესაც კვალი ოკუპირებულ აფხაზეთამდე მივიდა. მაიასა და ბიჭს ეჭვი ჰქონდათ, რომ ბიოლოგიური მშობლები სწორედ გალის რაიონიდან იყვნენ.

რამდენიმე დღის წინ, პანაგიოტისმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას ახარა, რომ ხუთწლიანი ძიება წარმატებით დასრულდა:

განაგრძეთ კითხვა

ემოციური შეხვედრა 27 წლის შემდეგ - 1996 წელს საქართველოდან ამერიკაში გაშვილებული გოგონა დღეს ოჯახში დაბრუნდა და დედას შეხვდა
მამა ეჭვიანობდა დედაზე და ამის გამო გაგვაშვილეს... მანაც იცოდა ჩვენი გაშვილების შესახებ... დედა მორალურად განადგურდა ამ ამბის შემდეგ... - შემაძრწუნებელი ამბები, რასაც გაშვილებული ტყუპი გოგონა ყვება