23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობაზე „პალიტრა L“ განსაკუთრებული შეთავაზებებით გიმასპინძლებთ - მშობლები

23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობაზე „პალიტრა L“ განსაკუთრებული შეთავაზებებით გიმასპინძლებთ

2026-04-15 13:53:16+04:00

23-26 აპრილს წიგნის მოყვარულებს „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის ბაზრობა უმასპინძლებს.

„პალიტრა L“-ი 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლიტერატურული ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. გამომცემლობა ტრადიციულად წიგნებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, გელოდებათ შეხვედრები თანამედროვე ავტორებთან, საინტერესო აქტივობები და შეთავაზებები, რომლებიც ბაზრობის უცვლელი ნაწილია.

იმისათვის, რომ წლევანდელ თბილისის წიგნის ბაზრობაზე საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ, „პალიტრა L“-მა რამდენიმე ლიტერატურული სიახლე მოგიმზადათ. მათ შორის განახლებული სერიები, სულ ახლახან თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერები სხვადასხვა ჟანრიდან, სწორედ ამიტომ, თუ წიგნების სია ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ, ამაში ჩვენ დაგეხმარებით:

წლევანდელი წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და საინტერესო სიახლე ახალი სერია -„გზაჯვარედინია“, რომელიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც უკვე გადააბიჯა თინეიჯერობის ზღვარს და ზრდასრულობის სამყაროში ახალი ხედვებითა და ინტერესებით შედის. სერიაში ორი მნიშვნელოვანი ნამუშევარია გაერთიანებული: ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი ავტორის, ლორენ რობერტსის დისტოპიური ტრილოგიის პირველი ნაწილი - „უძლური“ და ზურფა კატუს „ვიდრე ლიმონის ხეები იზრდება“. რომანი მოგვითხრობს სირიელი ხალხის ტრაგიკულ ბედსა და მათ იმედებზე, რომელიც არასდროს ტოვებთ.

668218673-957191873722805-1069650274543723021-n-1776246850.jpg

სიახლეები დაგვხდებათ სერია „წლის ბესტსელერშიც“: რებეკა კუანგი - „ყვითელსახა“ (მწვავე სატირა ლიტერატურულ ინდუსტრიაზე, იდენტობის კრიზისსა და სოციალური მედიის გავლენაზე); ტოშიკაძუ კავაგუჩი - „სანამ ყავა გაცივდება“ (იაპონელი დრამატურგის სრულიად ახალი მიდგომა დროში მოგზაურობის თემაზე, სრულიად ახლებური, მინიმალისტური კუთხით).

665067999-913463308187424-6386527993523538786-n-1776246867.jpg

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული სერია, „ომებსა და ადამიანებზე“ თბილისის წიგნის ბაზრობისთვის კიდევ ერთი ტომით განახლდა. სერიას დაემატა რომანი „სიკვდილის დროს ყველა მარტოა“, ჰანს ფალადას ავტორობით. ეს არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული, მხატვრულად მოთხრობილი ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

666657218-1482554770039693-3000859490661894151-n-1776246888.jpg

სერია „ტოპ ტრილერის“ ფარგლებში კი „პალიტრა L“-მა გამოსცა იენ რეიდის გახმაურებული ფსიქოლოგიური ტრილერი „მტერი“, რომელიც ჟანრის მოყვარულთათვის მართლაც აღმოჩენა იქნება.

666564457-803194065798164-7515045804819826695-n-1776246907.jpg

ასევე, სიახლეები გელოდებათ „ლიბერქსიდსის“, „ლურჯი ოკეანისა“ და სხვა სერიებში, რომელიც სრულად იქნება წარმოდგენილი გამომცემლობის კუთხეში.

ჩაინიშნეთ 23-26 აპრილი, ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ და განაახლეთ თქვენი ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით!

თბილისის წიგნის ბაზრობა 2026-ის სრული კატალოგი იხილეთ ბმულზე.

R