რომელია ასაკი, როცა ბავშვის ტვინს ყველაზე მეტი საკვები სჭირდება და რომელი პროდუქტები უნდა მივაწოდოთ ამ დროს - მშობლები

რომელია ასაკი, როცა ბავშვის ტვინს ყველაზე მეტი საკვები სჭირდება და რომელი პროდუქტები უნდა მივაწოდოთ ამ დროს

2026-04-16 09:17:25+04:00

ბავშვის ტვინის განვითარება, როგორც ორსულობის დროს, ასევე სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში, სამშენებლო კონსტრუქციას ჰგავს. მრავალი ფაქტორი, მათ შორის კვება, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ იმუშავებს ტვინი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ნერვული უჯრედები იზრდება, ერთმანეთს უკავშირდება და იფარება მიელინით, რომელიც მათ იცავს; ყალიბდება სისტემები, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ იფიქრებს და იგრძნობს ბავშვი, მომავალში კი - ზრდასრული ადამიანი.

ამ პერიოდში ჩამოყალიბებული პროცესები და კავშირები სენსორულ სისტემებზე, სწავლაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფეზე, იმპულსების კონტროლის უნარზე, განწყობაზე და ისეთ უნარებზეც ახდენს გავლენას, როგორიცაა ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულება ან დაგეგმვა.

ამ კავშირების რაოდენობა და ხარისხი ბავშვის ცხოვრების პირველი 1000 დღის შემდეგ აღარ იცვლება. არსებითად, ამის შემდეგ, პრაქტიკულად, სიბერემდე, ტვინში ცვლილებები თითქმის აღარ ხდება.

ტვინის განვითარებაზე ასევე გავლენას ახდენსგარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს; მისი ურთიერთობა მშობლებთან; ოჯახური გარემო, რომელშიც იზრდება.

დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას — გარდა იმისა, რომ დედის რძე იდეალური პირველი საკვებია, კვების დროს ხდება მჭიდრო ტაქტილური კონტაქტი დედასა და ბავშვს შორის, „კანი კანზე“, რასც ასევე სტიმულია ტვინისთვის.

პროდუქტები, რომლებიც ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს

რომელ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს დედის რძე და დამატებითი კვება, რათა ტვინი სწორად განვითარდეს:

ცილა — გვხვდება ხორცში, ფრინველში, ზღვის პროდუქტებში, პარკოსნებში, კვერცხში, სოიაში, თხილში, თესლებში, ასევე რძეში, კეფირში და ხაჭოში.

თუთია — მისი მიღება ასევე შესაძლებელია ხორციდან, რძის პროდუქტებიდან, თევზიდან და თხილიდან. ყველაზე მდიდარი წყაროები კი ხამანწკებია, თუმცა ჩვილებისთვის მათი მიცემა, რა თქმა უნდა, არ შეიძ₾ება.

scavla-tvini-1776318978.png

რკინა — მისი კარგი წყაროებია ხორცი, ლობიო და ოსპი, გამდიდრებული მარცვლეული და პური, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და გამომცხვარი კარტოფილი.

ქოლინი (ვიტამინი B4) — დიდი რაოდენობით არის ხორცში, ძროხის ღვიძლში, რძის პროდუქტებსა და კვერცხში. ასევე გვხვდება ბოსტნეულში (კარტოფილი, კომბოსტო, ისპანახი) და სხვა პროდუქტებში.

ფოლიუმის მჟავა — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, რადგან ხელს უწყობს ნერვული კავშირების ფორმირებას და იცავს ტვინის სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან. შეიცავს ღვიძლი, ისპანახი, გამდიდრებული მარცვლეული და პური.

იოდი — ზღვის წყალმცენარეები და ზღვის პროდუქტები იოდის კარგი წყაროა დედისთვის. ბავშვი კი მას იღებს იოდიზებული მარილიდან, რძის პროდუქტებიდან და გამდიდრებული მარცვლეულიდან.

ვიტამინი A — ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ღვიძლში. ჩვილები მას იღებენ სტაფილოდან, ტკბილი კარტოფილიდან და ისპანახიდან.

ვიტამინი D — „მზის ვიტამინად“ არის ცნობილი და მისი მიღების საუკეთესო გზა არის მზეზე ყოფნა. ექიმიები რეკომენდაციას უწევენ საპრიფილაქტიკო მედიკამენტურ დოზებს.

ვიტამინი B6 — საჭიროა ნეირონებს შორის ეფექტური კავშირების ჩამოსაყალიბებლად, რაც აუმჯობესებს ბავშვის სწავლასა და მეხსიერებას. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბავშვობაში B6-ით მდიდარი საკვების მიღება ამცირებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, ასევე განწყობის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა) განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. საუკეთესო წყაროებია ღვიძლი, სხვა შინაგანი ორგანოების ხორცი, თევზი, სახამებლიანი ბოსტნეული (მაგალითად, კარტოფილი) და ხილი (ციტრუსების გარდა).

ვიტამინი B12 — ბუნებრივად გვხვდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, როგორიცაა ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.

გრძელი ჯაჭვის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები — ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები იცავს ნერვულ უჯრედებს გარემოს მავნე ფაქტორებისგან. თუმცა მათი ჭარბი რაოდენობა შეიძლება გამოიწვიოს ანთება ან ტვინში სიმსივნური პროცესებიც კი, ამიტომ მნიშვნელოვანია ომეგა-6-ის საკმარისი რაოდენობით მიღება, რათა ომეგა-3 მხოლოდ დადებითად მოქმედებდეს. ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ისინი გვხვდება ცხიმიან თევზში, თევზის ქონში და სხვადასხვა ზეთებში; მრავალი პროდუქტი, მათ შორის საბავშვო ნარევები, მათით გამდიდრებულია.

ზოგიერთი ორსული ქალისა და ჩვილისთვის ამ ნივთიერებების მიღება შეიძლება რთული იყოს. გარდა ამისა, ბევრი ოჯახი საკმაოდ შეზღუდულ, სახამებლით მდიდარ რაციონს იცავს და პრაქტიკულად არ იღებს ბოსტნეულსა და თევზს. ასეთ ოჯახებში ორსული ქალები და პატარა ბავშვები ხშირად განიცდიან ტვინის განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს.

თანამედროვე მულტფილმები ტვინის აგზნებას იწვევს, ბავშვის ტვინი სწავლობს, რომ აქ და ამწუთას უნდა მიიღოს ყველაფერი... მერე ამ ბავშვს სკოლაში ვთხოვთ, რომ გაჩერდეს... ტვინმა რაც 6 წლამდე ვერ ისწავლა, იმას უცებ ვერ გააკეთებს