კეტრინ ზეტა-ჯონსმა Harper's BAZAAR-ისთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში გაამხილა, თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას 56 წლის ასაკში. თურმე მსახიობი არასდროს ტოვებს საუზმეს, ოჯახთან ერთად სადილობს და კულინარიული სიამოვნებებით ტკბება.
კეტრინ ზეტა-ჯონსი ერთ-ერთია იმ მსახიობთაგან, რომლის სილამაზეც ასაკთან ერთად არ ქრება. 56 წლის ასაკში, მსახიობს და ორი შვილის დედას აქვს უნაკლოი ფიგურა, რომლისაც ბევრ ახალგაზრდა მსახიობს შეშურდებოდა. რა არის მისი საიდუმლო? „ჯანსაღი კვება და სწორი გარემო“, - იცინის ის.


მას უყვარს დღის დაწყება, სანამ ყველა დანარჩენს ჯერ კიდევ სძინავს. სიმშვიდეში, სვამს ფინჯან ახლად მოხარშულ ყავას ფრანგული პრესით, შემდეგ ძაღლთან ერთად სეირნობს და მხოლოდ სეირნობის შემდეგ იწყებს საუზმეს. სხვათა შორის, მისი საუზმე სეზონზეა დამოკიდებული. ზამთარში, ეს არის ფაფა ყავისფერი შაქრით, ბანანით და მოცვით. გაზაფხულსა და ზაფხულში მსახიობი უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ, უცხიმო ვანილის იოგურტს გრანოლასთან, მოცვთან და ჟოლოსთან ერთად.
"როგორც წესი, დილის 8 საათამდე არ ვსაუზმობ. საუზმის სპეციფიკური მოთხოვნებიც მაქვს - ეს ყველაფერი დღის საათებზეა დამოკიდებული."

მსახიობის თქმით, ის დღეში სამჯერ მიირთმევს, შუალედებში წახემსებების გარეშე. მხოლოდ დილის 11 საათზე შოკოლადის ნაჭერთან ერთად ჩაის სვამს, შაბათ-კვირას კი ყველაფრის ნებას აძლევს საკუთარ თავს, რაც გულით სურს.
"ოჯახში კარგ ბრიტანულ შემწვარ კარტოფილს ვამზადებთ; მე კი იმპორტირებულ ბრიტანულ ბეკონს, ძეხვეულს, გამომცხვარ ლობიოს და ომლეტს ვყიდულობ. ჩემი ოჯახის ამერიკული კონტინგენტისთვის - ჩემი ქმრისა და ორი შვილისთვის - კანადური ნეკერჩხლის სიროფით ფრანგულ ტოსტს ვამზადებთ. ყოველ შაბათ-კვირას ფანტასტიკური ოჯახური ბრანჩი გვაქვს".
ლანჩზე კეტრინს უყვარს ქმართან, მაიკლ დუგლასთან და სახლში მყოფ სხვა ადამიანებთან ერთად შეკრება.

"ჩვენ ძალიან გვიყვარს ოჯახური ვახშმები. არ ვიცი, იქნებ ეს ჩემი ევროპული ფესვების გამოა. როდესაც ოჯახის ყველა წევრი, ყველა, ვინც ჩვენს სახლში ცხოვრობს, წყვეტს საქმეებს, ერთად სხდება და სადილობს".
კეტრინს მსუბუქი სადილი ურჩევნია, რომელიც სალათისა და შემწვარი ქათმის, თევზის ან ბადრიჯნისგან შედგება. სადილს ის ყავით ავსებს და კერძს ბრიტანული ნამცხვრის სახეობით ასრულებს.
"მე და მაიკლი, როგორც წესი, რვა საათამდე ვვახშმობთ. ჩვენ არ ვართ გვიანი ვახშმების დიდი მოყვარულები, მაგრამ როდესაც ევროპაში ჩავდივართ, ევროპულ ყოველდღიურ რუტინას ვეგუებით, ამიტომ გვიან ვვახშმობთ, მაგრამ ასევე გვიან ვწვებით და ვიღვიძებთ.
...მიყვარს დესერტები, ნაყინი და, რა თქმა უნდა, დედაჩემის ვაშლის ღვეზელი — ნაყინთან ერთად ძალიან ბედნიერი ქალი ვარ..."


თუმცა, როგორც ჩანს, წყვილმა დაძლია კრიზისი და კვლავ ერთად არიან.
შეგახსენებთ, წყვილმა "ზოროს ნიღბის" პრემიერაზე გაიცნო ერთმანეთი. 1999 წელს შესთავაზა ცოლობა დუგლასმა და 2000 წელს იქორწინეს.


