მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად - მშობლები

მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

2026-04-17 10:12:32+04:00

თიბისის მობაილბანკისგანახლებები აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

დავიწყოთ იმით, რომპასკოდის აღდგენის პროცესში, უკვე შესაძლებელია სელფის გადაღების ნაცვლად, გამოიყენო ვერიფიცირებული ელ-ფოსტა.

მობაილბანკშიმნიშვნელოვანი და კომფორტული სიახლეა მშობლებისთვის- კიდევ უფრო გამარტივდა თქვენი ბავშვისთვის რეგისტრაცია და ბარათის აღება, რომელიც უკვე ტელეფონის ნომრის გარეშეა შესაძლებელი; ხოლო ანგარიშის მართვა ორივე მშობელს შეუძლია.

თუსაერთო ხარჯები უკვე გახდა თქვენი საყვარელი ფუნქციონალი, სიახლე აქაც დაგხვდებათ - დავალიანების დაფარვას უფრო მარტივად შეძლებთ. გადარიცხვებისას ნაჩვენები ერთი რეკომენდირებული ანგარიშის შეცვლა უკვე შესაძლებელია. ასევე, გამარტივდა მეგობრის მოწვევა და ბალანსის მართვა ერთ სივრცეში.

განახლებული გადახდების გვერდიკი, გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო ახალი გადახდები რამდენიმე წამში, დააჯგუფო რამდენიმე გადასახადი და თითის ერთი დაჭერით, ერთდროულად გადაიხადო ყველა ხარჯი. ამასთან, შესაძლებელია შექმნა ხშირი გადახდების შაბლონები.

განახლდა შედეგის გვერდებიც და უფრო მარტივად გაიგებ, ოპერაცია წარმატებით შესრულდა თუ არა.

რაც შეეხებაანგარიშისQRკოდის გაზიარების გვერდს- ახალი დიზაინით კიდევ უფრო გამარტივდა QR-ის დასკანერება, გაზიარება, ჩამოტვირთვა, ასლის შექმნა და ამობეჭდვა.

ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას,ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობასმობაილბანკის ახალი ფუნქციონალებით, რომელსაც განსხვავებულ სიმაღლეზე აჰყავს ციფრული საბანკო ურთიერთობები.

R