"სულ ამბობდნენ, კაცი რატომ უნდა იყოს, ქალივით ლამაზიაო, გოგოა თუ ბიჭიო... ლინდა ევანჯელისტას მამსგავსებდნენ... ძაან მაკომპლექსებდა ეს" - ზალიკო ბერგერი - მშობლები

"სულ ამბობდნენ, კაცი რატომ უნდა იყოს, ქალივით ლამაზიაო, გოგოა თუ ბიჭიო... ლინდა ევანჯელისტას მამსგავსებდნენ... ძაან მაკომპლექსებდა ეს" - ზალიკო ბერგერი

2026-04-17 10:13:29+04:00

ნაანკა გვარის პოდკასტში მარტოობის 15 წუთი დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა დამოკიდებულებაზე, რეაბილიტაციაზე, სიფხიზლეზე, ასევე - გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლექსებზე ისაუბრა:

- ბავშვობაში ძაან ლამაზ ბავშვი ვყოფილვარ, როგორც ამბობენ, მე ჩემი თავი არ მახსოვს ესე ბავშვობაში. რაღაცა პერიოდის მერე კომპლექსი მქონდა, რომ რატომ უნდა გამოირჩეოდეს საზოგადოებიდან, რომ აი, რა ლამაზია... სულ ამბობდნენ, კაცი რატომ უნდა იყოს, ქალივით ლამაზიაო, გოგოა თუ ბიჭიო. ძაან მაკომპლექსებდა. რომ გავიზარდე, ლინდა ევანჯელისტას მამსგავსებდნენ, ჯორჯ მაიკლის კლიპიდან. ძალიან ვიძაბებოდი... თბილისმა ძაან დამაკომპლექსა მაგის გამო, რომ ზოგიერთი მეგობრები ლინდას მეძახდნენ და მერე იმდენად ბევრი ძმაკაცი გავიჩინე, ვსოციალიზირდი, მენტალიტეტზე ვიმუშავე, რომ ჩემნაირი გარეგნობის ადამიანი შევაგუე ამ ქალაქის მენტალიტეტს, შევურწყე და ისე გავერიე, რომ ლინდასგანო ბატონი ზაური გახდაო, იცინოდნენ...
91277121-2669067503377912-4962224442919878656-n-1776411365.jpg
91548198-2669067546711241-3876818372507205632-n-1776411365.jpg
ასევე გაიხსენა, როგორ მოხვდა მოდის სამყაროში:
- ფილოსოფია-სოციოლოგიაზე ვსწავლობდი და მეორე კურსზე ვიყავი, მაშინ პირველად ჩატარდა ავანგარდული მოდის ასამბლეა თბილისში. ჩემმა მეგობარმა გამომიყვანა ჩვენებაზე, როგორც მოდელი.მერე უნივერსიტეტში სწავლის დროს დავმეგობრდი ქეთათოსთან. ირაკლი ჩარკვიანის კლიპია "შენ აფრენ", სადაც მეც ვმონაწილეობდი. ქეთათოს და ირაკლის მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდათ ერთად ცხოვრება და ნიკოლაძეძე მაგათ სახლში ვრჩებოდით ხოლმე მე და უტა, დიზაინერი, ჩემი ბავშვების მეგობარი... იატაკზე გვეძინა ხოლმე ირაკლისთან და ქეთათოსთან... იმათაც ცხოვრებას არ ვაცლიდით, მაგრამ ისეთი დრო იყო, უკან, სახლში წასულიყავი ღამე, შეიძლება გზაში მოეკალი. მაგ პერიოდში ჩვენი მეგობრები იყვნენ კიდევ მხატვრები ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, კოკა რამიშვილი. მათ შექმნეს ე.წ. ალტერნატიული ხელოვნება, საბჭოთა ხელოვნების წინააღმდეგ მიდიოდნენ და აკეთებდნენ არაჩვეულებრივ რაღაცებს... და გავაკეთე პერფორმანსი როგორც დიზაინერმა - ამათ მაჩუქეს თავიანთი ნახატები და ნახატები ფაქტობრივად გავაცოცხლეთ, დავჭერი ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის ტილოები და იმისგან შევკარეთ ტანსაცმელები... ახლა რომ იგებენ მაგას, ტიმჩენკო და ცეცხლაძე დაჭერიო... 1997 წელი იყო და ამ კოლექციით მივიღე მონაწილეობა ავანგარდული მოდის ასამბლეაში და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი მოვიპოვე...

მანამდე ზალიკო ბერგერმა "ნოესთან" გადაცემაში ისაუბრა მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე და თუ როდის გადაწყვიტა ცხოვრების წესის შეცვლა:

- ეს შემთხვევა თბილისში მომივიდა. წმინდა მატრონას ხატი მეკიდა და მას ვთხოვდი, ისე მატკინე, მთლად არ მომკლა, მაგრამ ამ რაღაცას (მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას) რომ მოვეშვა-თქო. მუცელში ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ტკივილი იყო, ჯოჯოხეთური... ავდექი და ვისკი დავისხი, "იაგერმაისტერი" დავასხი ზემოდან და ეს რომ დავლიე, ტკივილისგან გული წამოვიდა. კუჭი გამისკდა. სახლში მარტო ვიყავი. ბარის კუთხეს თავი მივარტყი, აზრზე რომ მოვედი, იატაკზე ვიჯექი, "იაგერმაისტერის" ბოთლი გატეხილი იყო და ნამსხვრევებში ვიჯექი. ავდექი, შარვალი გავიხადე, მოვწმინდე, სხვა ჩავიცვი და მერე მივხვდი, რომ სასწრაფოში დარეკვა არ ვიცი. გამახსენდა მეგობარი, რომელიც თავის, გვერდის ტკივილის დროს, ყველაფერზე სასწრაფოს იძახებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს კორპუსთან იყო ზუსტად. საშინელი საცობი იყო და ზუსტად კორპუსის გვერდიდან მოვიდა. ვუთხარი, მგონი, მოვიწამლე-თქო. ხანჯალი რომ ჩაგარჭონ და შიგნით დაატრიალონ - აი, ასეთი ტკივილი იყო. მეგონა, ინფარქტი იყო. საავადმყოფოში გადამიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, კუჭი აქვს გახეთქილიო. 20 წუთი რომ დაგეგვიანათ, შეიძლება, ცოცხალი არც დარჩენილიყოო. ბევრ ადამიანს ასეთ შემთხვევაში სიცოცხლე ტრაგიკულად დაუსრულებია.

თუმცა, მაშინ ჯერ გადაწყვეტილი არ მქონდა, რომ უნდა დამენებებინა თავი. საავადმყოფოდან რომ გამწერეს, ერთი თვის მერე, "იაგერმაისტერი" ისევ დავლიე მშვენივრად. ისევ არაჯანსაღი ცხოვრება გავაგრძელე. ჭკუა მაშინ ვერ ვისწავლე. მაგრამ, ბერლინში ვიგრძენი ის, რომ აღარაფერი აღარ მახარებს, აღარც ნივთიერება, აღაც ალკოჰოლი, მარტო საკუთარ თავში იკეტები, შფოთვა, უბედურება... ის, რაც ბერლინმა მაჩვენა, გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ ეს უკვე დასამთავრებელი იყო. სიმართლე გითხრათ, ნივთიერება თავად შემზიზღდა.

მას შემდეგ, რაც ეს სენი დავამარცხე, ჩემი ცხოვრების წესი შეიცვალა. არაფერს მოაქვს ისეთი ბედნიერება, რასაც სიფხიზლე ჰქვია... ურთიერთობას, მეგობრობას, ყველაფერს დაგაკარგვინებს, ლაპარაკის უნარსაც და ყველა კარგ ჩვევასა და უნარს, რაც კი გაგაჩნია.

რას საქმიანობს ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ვაჟი და როგორ იხსენებს მამასთან ურთიერთობას - ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ირაკლის შვილობა...
ისეთი ტკივილი იყო, ჯოჯოხეთური... კუჭი გამისკდა. არაფერს მოაქვს ისეთი ბედნიერება, რასაც სიფხიზლე ჰქვია - ზალიკო ბერგერი დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაზე