ემიგრანტი მუსიკოსი თამარ მღებრიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდი მძიმე სენს ებრძოდა და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. მის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და გულშემატკივრები წერენ.
შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე იუწყებოდა თამარი, რომ კვლავ ოპერაცია სჭირდებოდა:
"აატირე ყველა... ბევრი იბრძოლა, ვერ მოერია,ვერ დაამარცხა სიკვდილი. უცხო მიწაზე დალია სული... განსაკუთრებით საბერძნეთის ემიგრანტებს და არამარტო მათ, ყველას დაგვწყვიტა გული, ემიგრაციას.
ნათელში ამყოფოს უფალმა შენი ლამაზი სული, თამარ ქალო, სიცოცხლეს მოწყურებულო.
გარდაცვალებამდე ორი დღის წინ ტიროდა, ოპერაცია მჭირდებაო, ნათელში ამყოფოს... რამდენი წელი მკურნალობდა...
აი, რას წერდა თამარი ორშაბათს (13 აპრილს): "დილით ჩამოვა რეანომობილი. ორ დღეში ტრაპიზონში ვიქნები. ისევ ჩემმა უძლიერესმა ექიმმა უნდა გადამარჩინოს. აქ ათენში ოპერაციის ისევ ეშინიათ, რომ გამიკეთონ. ექიმმა ევრენმა, სასწრაფოდ ჩემთან ჩამოიყვაანეთო. ძალიან მიყვარს, მის ხელში არ მეშინია, ჩემი ანგელოზია უფლის გამოგზავნილი - მიყვარხარ, ჩემო ექიმო. ილოცეთ, გთხოვთ, უფალი დიდია..."
პეტრე კოლხმა კი ლექსი მიუძღვნა გარდაცვლილს:
"შენ აპრილი დაგიკოცნის მზერას,
და შენს სულში გაზაფხული გალობს.
ან სიკვდილის ვინღამ დაიჯერა,
მზის თვალება-ღვთაებრივო-ქალო….
უფლის ძალამ აგიტაცა ზეცად,
მოგარიდა მტვერს და ხმაურს, ერთობ.
შენ სხეული რა ხანმოკლედ გეცვა,
შენგან არსად არ გაუშვა, ღმერთო!.."