"მა­მა­ჩე­მი ჩემს დახ­რჩო­ბას და მოკ­ვლას ცდი­ლობ­და... დავიძინებ და მერე სამყაროს ვაჩვენებ, რამდენად დავიღალე" - როგორ ამზადებდა სისხლისღვრას მოსწავლე, რომელსაც სროლა პოლიციელმა მამამ ასწავლა - მშობლები

"მა­მა­ჩე­მი ჩემს დახ­რჩო­ბას და მოკ­ვლას ცდი­ლობ­და... დავიძინებ და მერე სამყაროს ვაჩვენებ, რამდენად დავიღალე" - როგორ ამზადებდა სისხლისღვრას მოსწავლე, რომელსაც სროლა პოლიციელმა მამამ ასწავლა

2026-04-17 13:19:33+04:00

ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის გამო, რომელსაც 9 ადამიანის (მათ შორის, 8 ბავშვის) სიცოცხლე შეეწირა, თურქეთი შოკშია.16 წლის ისა არას მერსინლის მიერ მოწყობილი სასაკლაოს საქმეში ახალი, შემზარავი დეტალები იკვეთება.

გამოძიების ფაილებიდან ირკვევა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება, შესაძლოა, შესაძლებელიც ყოფილიყო, თუმცა მკვლელი საკუთარ გეგმას "მანიფესტს" უწოდებდა და მას ცივსისხლიანად ამზადებდა.

პოლიციის მაღალჩინოსანი მამა და საბედისწერო ვიზიტი ტირში

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დეტალი მკვლელის მამას უკავშირდება. უღურ მერსინლი, რომელიც პოლიციის მთავარი ინსპექტორია, საკუთარი ხელით მიიყვანა შვილი ტირში თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე. ორშაბათს მამამ მოზარდი იარაღიდან სროლაში ავარჯიშა, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში, ისამ ეს ცოდნა სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ გამოიყენა.

"მანიფესტს დავასრულებ და დავიძინებ" - მკვლელის ბოლო მესიჯები

სასაკლაომდე ერთი ღამით ადრე, ისამ პლატფორმა Discord-ზე შემაძრწუნებელი შეტყობინებები დატოვა. ის პირდაპირ ასახელებდა სამიზნეებს - მე-5 და მე-6 კლასელებს:

"ჯანდაბა! ეს შეიძლება დღესვე გავაკეთო. დღეს სრულიად გამოფიტული ვარ... მამაჩემი ჩემს დახრჩობას და მოკვლას ცდილობდა. განაგრძეთ კითხვა

მთავარი სამიზნე მათემატიკის მასწავლებელი იყო, რომელიც ხშირად საყვედურობდა... ამბობდა, რომ თავდასხმის მერე მასზე ვიკიპედიაში დაწერდნენ - 15 წლის მოსწავლე სკოლაში იარაღით შეიჭრა
ინგლისში ბავშვებზე მომხდარი საზარელი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, არეულობები დაიწყო - ხალხი მიგრანტების ქვეყანაში შედინებას აპროტესტებს
სალმან რუშდის ცხოვრება მუქარების ფონზე, თავდასხმა და 5 ქორწინება - ​მწერალი, რომელიც მუსლიმებმა საჯაროდ დაწყევლეს და რადიკალების თავდასხმის შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა